“სიბრძნის წუთი”

ერთხელ ცხენზე ამხედრებული ისფაჰანის ამირა მხლებლებითურთ ქალაქის ქუჩებში სეირნობდა,რა დროსაც ჯორზე მჯდომი ნაცნობი ვაჭარი შემოხვდა.ვაჭარს თავისი მცირეწლოვანი ვაჟი ჯორზე წინ შემოესვა.მისალმების შემდეგ ამირამ ვაჭარს უთხრა:

- ჰაჯი,შენი ვაჟი პირწავარდნილი მამაა.

ენამოსწრებულმა ვაჭარმა კი ამირას მიუგო:

- აბა,ვის დაემსგავსებოდა,თქვენო აღმატებულებავ,ჩემისთანა ღარიბი და ხელმოკლე კაცი თავის საქმეს ხომ ყოველთვის სხვის დაუხმარებლად აკეთებს?! – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება