ანატოლ ფრანსის დიდებული ნაწარმოებიდან – “კრენკებილი”
“როდესაც ადამიანი,რომელიც მოწმედ გამოდის,ხმლით არის შეიარაღებული,ხმალს უნდა მოუსმინონ და არა ადამიანს.ადამიანი უღირსად მისაჩნევია და შეიძლება შეცდეს.ხმალი პატივსაცემია და ყოველთვის მართალია”.
* * *
“საზოგადოება ძალას ემყარება და ძალა პატივცემულ უნდა იქნას,როგორც საზოგადოების მბრძანებელი საფუძველი,მართლმსაჯულება არის მმართველობა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყურადღება მიაქციეთ,ბატონებო,რომ მოსამართლეებს მხოლოდ მაშინ ემორჩილებიან,თუ ძალა მათ მხარეზეა.უჟანდარმებოდ მოსამართლე მხოლოდ საბრალო მეოცნებე იქნებოდა”.
* * *
“მართლმსაჯულება დამკვიდრებული უსამართლობის მოწონებაა.ვის და როდის უნახავს,რომ მართლმსაჯულება დამპყრობლებს და უზურპატორებს ეწინააღმდეგებოდა? როდესაც უკანონო ხელისუფლება მკვიდრდება,მართლმსაჯულებას მხოლოდ ისღა დარჩენია,რომ კანონიერი გახადოს.მთავარია ფორმა,დანაშაულსა და უდანაშაულობას მხოლოდ საღერბო ქაღალდის ფურცლის სისქე ჰყოფნის”.
* * *
“მხოლოდ არაკეთილგანმზრახველ ადამიანებს აქვთ სურვილი,რომ მართლმსაჯულება ჰუმანური და გრძნობის ამყოლი იყოს.მართლმსაჯულება ემორჩილება მტკიცედ დადგენილ წესებს და არა სენტიმენტალურ აღტკინებასა და გონების გაბრწყინებას.მართლმსაჯულებას ნუ მოსთხოვთ სამართლიანობას,იგი არ არის მოწოდებული სამართლიანი იყოს,რადგან თვით არის მართლმსაჯულება.
* * *
“ადამიანთა საქციელის უმრავლესი ნაწილის მიზეზი უნდა ვეძიოთ მიმბაძველობაში.თუ ჩვეულებას შეეგუები,ყველა პატიოსან ადამიანად ჩაგთვლის.გონიერ ადამიანებს ეძახიან იმათ,რომლებიც სხვებივით იქცევიან”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მართლმსაჯულების სიდიადე გამოსახულია ყოველ განაჩენში,რომელსაც კი მბრძანებელი ხალხის სახელით მოსამართლე წარმოსთქვამს”.