ონორე დე ბალზაკის მოთხრობიდან – “ათეისტის წირვა”

“მე შურს ვიძიებდი  სიჭაბუკეში გადატანილი ტანჯვისათვის იმ გულქვაობაზე,იმ ეგოიზმზე,რაც მაღალ საზოგადოებაში ყოველ ნაბიჯზე გვხვდება; კარგად მახსოვს,რამდენ დაბრკოლებას მიქმნიდნენ დიდებისაკენ მიმავალ გზაზე სიძულვილი,შური და ჭორი.პარიზში რომ დაგინახავენ ცხენზე შეჯდომას აპირებ,ზოგი ჩამოსათრევად კალთაზე ჩამოგეკიდება,ზოგი მოსართავს გაგიხსნის,რომ ჩამოვარდე და თავი გაიტეხო; ზოგი ცხენს ნალების აყრას დაუწყებს,სხვა მათრახს მოგპარავს; ყველაზე პატიოსანი კი ის არის,ვინც პისტოლეტით ხელში გიახლოვდება,რომ შიგ გულში გესროლოს.ჩემო შვილო,თქვენ ნიჭიერი ხართ და მალე გაიგებთ,თუ ჩვეულებრივი მოკვდავი  თავის მჯობნს რა სასტიკ ბრძოლას უმართავს.საღამოს თუ ოცდახუთი ლუიდორი წააგეთ,მეორე დღეს ქვეყანას მოსდებენ,მოთამაშეაო, და თქვენი საუკეთესო მეგობრები იტყვიან: ოცდახუთი ათასი ფრანკი წააგოო.თუ თავი აგტკივდათ,ხმას გაგივრცელებენ,გიჟდებაო,თუ რაიმე მკვახე სიტყვა წამოგცდათ – ისეთ ადამიანად დაგსახავენ,რომელსაც ვერავინ შეეგუება.თუ ამ არაკაცების ლაშქართან ბრძოლის დროს ძალა და შეუპოვრობა გამოიჩინეთ,თქვენი საუკეთესო მეგობრები ყვირილს მორთავენ,რომ თქვენ ვერავის ვერ იტანთ,რომ ბატონობა გწადიათ.ერთი სიტყვით,თქვენი ღირსებები ნაკლოვანებებად,მანკიერებად გადაიქცევიან,თქვენი ნასიკეთარი კი დანაშაულად.თუ ვინმე გადაარჩინეთ – იტვიან,მოკლაო; თუ ავადმყოფი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა – იტვიან,თქვენ მიერ ხელოვნურად გამოწვეული დროებითი გამოკეთებაა,რისთვისაც ავადმყოფი ცოტა ხანში დაისჯებაო.თუ ახლა არ მოკვდა,მერე მოკვდებაო.წაიბორძიკებთ – იტვიან: დაეცაო.რაიმეს გამოიგონებთ და თქვენი უფლებების დაცვას შეეცდებით – ჩაგთვლიან უაღრესად ჯიუტ,ამასთანავე ანგარიშიან,ცბიერ ადამიანად,რომელიც ახალგაზრდა ძალებს გასაქანს არ აძლევს.ამრიგად,ჩემო მეგობარო,თუ ღმერთი არა მწამს,კიდევ უფრო ნაკლებად მწამს ადამიანი”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>