ამონარიდები ბრუნო აპიცის რომანიდან – “შიშველი ხელით მგლის ხროვაში”
“მაღალფარდოვანი სიტყვები არ მჩვევია,მაგრამ დღეს მაინც მინდა ვთქვა: ადამიანები,რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკის ეკლიან მავთულს თავს დააღწევენ,უფრო სამართლიანი სამყაროს შემქმნელთა ავანგარდად იქცევიან! ჩვენ არ ვიცით,რა იქნება მომავალში,მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს შემდგომში სამყარო,მაინც უფრო სამართლიანი იქნება,თუ არადა კაცობრიობის გონიერებაში სამუდამოდ გული გაგვიტყდება.ჩვენ სასუქი არა ვართ,არა ვართ წამებულნი,არც ზვარაკები.ჩვენ ვართ ადამიანები,რომლებიც უმაღლეს მოვალეობას ასრულებენ”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ბუხენვანდელები სასაცილო ხალხი ხართ.ერთი პატარა ბავშვის გამო თავს საშინლად აბეგვინებთ ადამიანს.ხმის ამოღება თუ არ გინდათ,ნურც ამოიღებთ.მაგრამ როცა თავს მაგრად აცემინებთ და მერე მაინც დაროშავთ,მაშინ ნურც გიკვირთ,როცა თქვენ ისე აღარ გეპყრობიან,როგორც გონიერ ადამიანებს”.
* * *
“ჩვენ რომ ომი მოგვეგო,გაგიხარია,მარტო სიამოვნებისათვის ბანაკში ცოცხალ სამიზნეებზე გასართობ სროლას მოვაწყობდი.სამწუხაროდ, – ჩვენს შორის დარჩეს – სამწუხაროდ ჩვენ ომი წავაგეთ და ეს სცვლის ვითარებას”.
* * *
“როგორ უკეთებენ გენერალს მატს? ოფიცრებს გამოაცლიან”.
* * *
“ჩვენს ადამიანურ არსებობას მხეცის ცბიერებით ვინარჩუნებდით და ვიცავდით,ხშირად იძულებული ვიყავით,ადამიანი ჩვენს არსებაში ღრმად დაგვემალა”.
* * *
” …ჩვენ ვიცით,იეჟი,რომ ვიბრძოდით რაღაც უფრო დიდისთვის,ვიდრე შენი პატარა სიცოცხლე იყო.ის იყო ორი სამყაროს ბრძოლა.ყოველ დღე,ყოველ საათს ეჯახებოდნენ ისინი ერთმანეთს,საკონცენტრაციო ბანაკის ვიწრო პლაცდარმზე.ჩვენ ამ ბრძოლას ვაწარმოებდით ადამიანისა და მისი ღირსების,სიცოცხლის სახელით.მტრები ხელკეტებსა და დამბაჩებს იყენებდნენ,მათ სახრჩობელები და საწამლავით სავსე შპრიცები ჰქონდათ,ისინი იბრძოდნენ ადამიანისა და მისი ღირსების,სიცოცხლის წინააღმდეგ.იმავე დროს შორეულ,სულ სხვა სამყაროში უჩვეულო გაქანებით მიმდინარეობდა იგივე ბრძოლა თავისუფლებისმოყვარე ხალხებსა და ფაშისტურ ურჩხულს შორის.აქ,ბანაკში,ერთი მუჭა მამაცი და, გეგონებოდათ,ყველასაგან მივიწყებული ადამიანები უმკლავდებოდნენ იმავე ურჩხულს,რომლის წინააღმდეგაც სადღაც შორს მთელი ხალხები იბრძოდნენ,ბრძოლა შენს გადასარჩენად,იეჟი,თავისი მნიშვნელობით ბანაკის საზღვრებს გასცდა და ხალხთა დიდ ბრძოლას შეერწყა.
აქ – ერთი ბავშვი.იქ კი – ნახევარი კაცობრიობა.ერთი უტოლდება მილიონებს,მილიონები – ერთს.
აი რა იყო იეჟი,ჩვენი ბრძოლის დიადი აზრი შენი პატარა ბავშვური სიცოცხლის გადასარჩენად”. (ავტორი გენია.ჯი)