გეორგ მორიც ებერსის რომანიდან – “უარდა”
1. “რა მშვენიერი იქნებოდა ეს წუთისოფელი, ადამიანი რომ ისეთივე დარჩენილიყო სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, როგორადაც ის ღმერთებმა შეჰქმნეს!”
* * *
2. “პალმაზე ასვლა იოლია, მაგრამ კიდევ უფრო იოლია იქიდან ჩამოვარდნა”.
* * *
3. “დაუმსახურებელმა ქებამ მხოლოდ სუსტს შეიძლება ავნოს, მაგრამ დაუმსახურებელ საყვედურს შეუძლია ძლიერიც კი ააცდინოს გზიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. “სიახლე სავსეა იდუმალი მომხიბვლელობით, მაგრამ მაინც რა ძნელია იმის დაკარგვა, რასაც მიჩვეული ხარ!”
* * *
5. “როცა ვინმე სხვისთვის გთხოვს რამეს, ის პირველ რიგში საკუთარ თავზე ფიქრობს”.
* * *
6. “ადამიანები ერთმანეთს არასდროს ისეთ სამსახურს არ უწევენ, როგორც შერიგების შემდეგ. წინანდელი მტრობა მათ ახალშეხორცებულ ჭრილობად ეჩვენებათ, რომელსაც უდიდესი სიფრთხილით უნდა შეეხო”.
* * *
7. “ამბობენ, ბედნიერება ქვეყანას უნდა მოჰფინო, უბედურება კი არავის არ უნდა გაუმხილოო”.
* * *
8. “ჩვენ ყველა ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და მეტ-ნაკლები ხალისით ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, სამაგიეროდ, დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ იმას, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
9. “როცა ვინმეს მიმართ ბოროტი რამ გვაქვს განზრახული, იგი მტრად მიგვაჩნია და ასეთმა კაცმა ვარდიც რომ მოგვაწოდოს, გვგონია, სურნელებისთვის კი არა, ეკლისთვის გვაწვდის”.
* * *
10. “როცა ლაპარაკია მთლიანის გადარჩენაზე, მაშინ სულების რაოდენობას, ათი იქნება თუ ასი, მნიშვნელობა აღარ აქვს”.