ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის რომანიდან – „კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია”
„იძულებული ვარ ვაღიარო: ამ ცოდვილ მიწაზე არაფერია სრულყოფილი და ჩვენ ყველანი საკუთარი თავისადმი მონური მორჩილებითა ვართ დათრგუნვილი”.
* * *
„ყოველგვარი ბოროტების ბუდე ცუდი მაგალითია მხოლოდ. იმასაც ვიტვი, რომ სწორედ ადამიანთა მოდგმა წარმოადგენს იმ ცუდი მაგალითების დაუშრეტელ წყაროს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ოჯახს ჰყავს თავისი კერპი. ჰოდა, ამ ადამიანს, რაც შეიძლება განადიდებენ და ქებით ზეცაში აჰყავთ. ვერ მოგახსენებ, რა არის ამის მიზეზი: ის, რომ ეს ადამიანი მართლა განსაკუთრებული ნიჭის პატრონია, თუ უბრალოდ ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული. გმირივით კვარცხლბეკზე შემდგარი, იგი მედიდურად დასცქერის თავზე მოყვასთ და მბრძანებლობლური კილოთი წარმოთქვამს გაცვეთილ ჭეშმარიტებებს. ისინი კი სასოებით შესცქერიან თავიანთ ხატს”.
* * *
„ბავშვების ბუნებაში ბოლომდე ჩაწვდომა მხოლოდ და მხოლოდ მშობლების ხვედრი გახლავთ!”
* * *
„ჩვენთვის სამუდამოდ შეუცნობელი რჩება ის წუთი, რასაც შეგნების პირველი გაღვიძება ჰქვია! ასეთი რამ მოულოდნელად რომ ხდებოდეს, ადამიანი ნამდვილად გაგიჟდებოდა!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთმა ღრმად მოაზროვნე პოეტმა მშვენივრად თქვა: „ნეტარი ტანჯვა სულის უმაღლესი გამოვლინებაა და მარადიულად არსებობს, რამეთუ მარად მიუწვდომელი რჩებაო”.