“ბიძია თომას ქოხი”-ს შესახებ…
დიდი ამერიკელი მწერალი ქალისა და აბოლიციონისტის – ჰარიეტ ბიჩერ სტოუს (1811-1896 წლები) დიდებული რომანი - “ბიძია თომას ქოხი” (რომელიც რეალურ სიუჟეტებზე იქნა დაფუძნებული, და რომელმაც გამოიწვია მონათმფლებოლობის მოსპობა ამერიკის შეერთებულ შტატებში),ქვეყნის ყველა სოციალურ ფენაში დიდი აჟიოტაჟის გამომწვევი მიზეზი გახდა.თუკი ერთ ნაწილს მოსახლეობისა ძალიან მოსწონდა იგი (განსაკუთრებით ღარიბ ფენასა და მონებს),მეორე ნაწილს (ქვეყნის სამხრეთით მაცხოვრებელ მონათმფლობელებს) სტოუს რომანმა მოსვენება დაუკარგა.წიგნის გამოქვეყნებიდან მალევე,სამხრეთის შტატებში მაცხოვრებელმა ლიტერატორებმა არაერთი წიგნი დაწერეს,სადაც უარყოფილი იყო “ბიძია თომას ქოხში” აღწერილი მოვლენები.სწორედ ასეთმა გამოცემებმა ჩამოაყალიბა სრულიად ახალი ჟანრი ლიტერატურისა,რომელსაც – “ანტი-ტომი” უწოდეს.თუკი სტოუს რომანში ყველაფერი სინამდვილესთან ასოცირდებოდა,სამხრეთელების მიერ გამოცემულ წიგნებში აღწერილი მოვლენები სრულიად არ შეეფერებოდა სიმართლეს.ისინი წერდნენ,რომ მონათმფლობელები დიდი გულისყურით ეკიდებოდნენ მათ გამგებლობაში მყოფი მონების მდგომარეობას და ისინი ერთობ ჰუმანური სახით ჰყავდათ კიდეც წარმოდგენილი.გარდა ამისა აღნიშნავდნენ,რომ შავკანიანი მონები იყვნენ ის ბავშვები,რომელთაც აუცილებლად სჭირდებოდათ თეთრკანიანი ადამიანების ზედამხედველობა.ცნობილია,რომ იმ პერიოდისათვის ჰარიეტ ბიჩერ სტოუს მიერ დაწერილი რომანის საწინააღმდეგოდ გამოქვეყნებულ იქნა 30-მდე “ანტი-ტომური” ჟანრის ნაწარმოები.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ზემოაღნიშნული 30-მდე ნაწარმოების ავტორები გახლდნენ ის ქალები,რომლებიც თეთრკანიან მონათმფლობელებზე იყვნენ დაქორწინებული.გარდა ამერიკელი მონათმფლობელებისა,სტოუს რომანის წინააღმდეგ გაილაშქრა რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც,რომელსაც სურდა იგი “აკრძალული ლიტერატურული ნაწარმოებების” ნუსხაში შეეტანა,თუმცა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.
მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა, 1852 წელს “ბიძია თომას ქოხი” 12 საგამომცემლო სახლის მიერ იქნა გამოცემული.ტირაჟის რაოდენობამ კი იმ პერიოდისათვის რეკორდულ რაოდენობას – 300 000-ს მიაღწია. 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა წიგნი : “101 ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული პერსონაჟი”,სადაც ერთ-ერთი გმირი სწორედ – “ბიძია თომა” გახლდათ.გარდა ამისა,”ბიძია თომა” აღიარებულ იქნა იმ ლიტერატურულ პერსონაჟად,რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო კაცობრიობის ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ