ერიკ ემანუელ შმიტის პიესიდან – „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე”
1. „ – რა განსხვავებაა პრეზიდენტსა და დამლაგებელს შორის?
- ჩემი აზრით? კეთილი, ბატონო, უწინარეს ყოვლისა, განსხვავება კაბინეტებშია…
- დიახ, დიახ, ბრძანეთ!
- პრეზიდენტი აბინძურებს კაბინეტს, დამლაგებელი კი ასუფთავებს.
- განაგრძეთ.
- რასაკვირველია განსხვავება მათ სამეტყველო ენაშიცაა. პრეზიდენტი ყველას ელაპარაკება, როგორც აყროლებულ ნაგავს. დამლაგებელი კი მეტყველებს ისე, თითქოს თვითონ იყოს ნაგავი.
- მერე, მერე, განაგრძეთ. კიდევ რა?
- პრეზიდენტი ათასი ჯურის ტიტულების გროვას ფლობს, რომელიც ხან მისი გვარის წინ მოიხსენიება, ხანაც – უკან. მაგალითად, პრეზიდენტი ესა და ეს, უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოს დირექტორი ესა და ის, ადმინისტრაციული საბჭოს წევრი ჯანდაბა, საპატიო ლეგიონის ოფიცრის ორდენოსანი დოზანა. გავაგრძელო? საწყალ დამლაგებელს კი, საკუთარი გვარის გარდა, არაფერი გააჩნია. იმასაც ორ დღეში კარგავს და რჩება მხოლოდ სახელის ამარა”.
* * *
2. „მე დიდხანს მჯეროდა, რომ ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში აღსარებაზე დარბიან, მაღალი შეგნებითა და მორალური პრინციპებით გამოირჩევიან. თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი. ბევრისთვის მონანიება გულისრევის ტოლფასია. ამოარწყევ და თავისუფალი ხარ. წავიდა თავიდან!”
* * *
3. „ცხოვრება რომ დამსახურებისამებრ შემეფასებინა, საჭირო გახდა, ის ჩემთვის წაერთმიათ”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ალკოჰოლი მშიშარა ადამიანების თვითმკვლელობაა”.
* * *
5. „ – კიდევ რა გიყვარს?
- ხარბად კითხვა, რათა ვიცხოვრო ყველა იმ ცხოვრებით, რომლებიც სინამდვილეში არ მექნება”.
* * *
6. „რწმენა ერთგვარი ყავარჯენი და ფარანია, რომელიც წინსვლაში გვეხმარება”.
* * *
7. „ჩვენ გონი მოგვეცა არა იმისთვის, რომ, რაც არსებობს გავანადგუროთ”.
* * *
8. „თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ გულწრფელად გჯერა მისი, თუ მას გულწრფელად იწამებ”.
* * *
9. „რწმენა – ეს ის პატარა კოცონია, რომელიც დიდს ვერაფერს გაგინათებთ, სამაგიეროდ, მუდმივ სითბოს შეგინარჩუნებთ, მუდმივად გაგათბობთ…”
* * *
10. „დღეს მედიცინაში საქმე გვაქვს არა განათლებულ ადამიანებთან, არამედ ინფორმაციით გაძეძგილ ბარბაროსებთან”.
* * *
11. ”კაცობრიობა – ეს ის პარტიაა,რომელიც ყოველთვის ცუდად მთავრდება”. (ავტორი გენია.ჯი)