რაფაელო ჯიოვანოლის რომანიდან – “სპარტაკი”

” – ოჰ,წყეულიმც იყოს უკუნისამდე პირველი ადამიანის სახელი დედამიწაზე,რადგან მისი ჩამომავალნი ორ ტომად არიან დაყოფილნი: თავისუფლებად და მონებად”

* * *

” – სულმდაბალნო! ყოველთვის მზადა ხართ ფეხი ულოკოთ იმათ,ვინც ფეხქვეშა გქელავთ და ტალახში გსვრით და შეურაცხყოფთ იმას,ვინც თავს იმდაბლებს და ხელს გიწვდენთ საშველად!” (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – ყველას არ შეუძლია სიმდიდრის შეძენა,თორემ ხარჯვას ყველა მოახერხებს”.

* * *

” – სიმართლეს ყოველთვის ვერ იტყვი ხმამაღლა”.

* * *

” – მონების ბრბო არ გვაკლია და, მაშასადამე,მბრძანებლებიც გამოჩნდებიან”.

* * *

” – ო,სულმდაბლებო,სიცოცხლე არ შეგიძლიათ,თუ არავის ემონეთ!”

* * *

“ტყუილად კი არა თქვა კონსულმა გნეუს პაპირიუს კარბონმა,მარიუსის მომხრემ,რომელიც დიდხანს და მამაცურად ებრძოდა სულას,რომ: სულასთან მეომარი ერთსა და იმავე დროს უნდა ებრძოდეს ლომსა და მელას,რომლებიც მის სულში ცოცხლობენ, და უკანასკნელი უფრო აძნელებს საქმეს,ვიდრე პირველიო”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – დამიკარით,ცხვრებო,ტაში,დამიკარით!” (რომაელი დიქტატორის – სულას ჩალაპარაკება ამფიტეატრში მის მიმართ გამოხატული ოვაციებისას)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>