მარგარეტ მანერლინ მიჩელის რომანიდან – „ქარწაღებულნი”
„ – გეტყვი, რაშია საქმე. ჩვენ თავს ვუხრით მოსალოდნელ უბედურებას, მაგრამ ხორბლის თავთავივით კი არა, წიწიბურას ღეროსავით! ქარიშხალი მწიფე თავთავს აცარიელებს, რადგან ის მშრალია და ვერ იხრება, წიწიბურას ღერო კი წვნიანია და ადვილად იხრება.მერე კი, ქარი რომ ჩაივლის, ისევ სწორდება და გაზაფხულზე უწინდელივით ძლიერი და წელში გამართულია. ჩვენ კისერგაშეშებული ხალხი არა ვართ, საკმაოდ მოქნილები ვართ და როცა ძლიერი ქარი უბერავს, გადარჩენას ვახერხებთ. როცა გასაჭირი გვადგას, ხმას არ ვიღებთ, ვმუშაობთ, ვიღიმით და უკეთეს დროს ველოდებით. ვიცით, რომ ეს დრო დადგება და რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. მერე კი, რომ მოვმაგრდებით, იმ ხალხს ვპოულობთ, რომელთა მხრებზეც უფრო მარჯვედ ავცოცდებით. აი, ესაა, ჩემო ბავშვო, გადარჩენის საიდუმლო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა უნდა იყოს იმაზე უარესი, როცა არ იცი, სად არის შენი ოჯახის წევრის სამარე”.
* * *
„მე იმის თქმა მსურს, რომ თუ სამყარო ვერაფერს გვაკლებს, სამაგიეროდ, ზოგჯერ გული გვღალატობს”.
* * *
„მოგიწევთ იმ დრომდე მოცდა, როცა შვილიშვილები გაგაღმერთებენ”.
* * *
„ – დიახ, ფული ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მინდა.
- მაშინ ერთადერთი არჩევანი გქონიათ, მაგრამ ამის საფასურიც უნდა გაიღოთ. ეს მარტოობაა”.
* * *
„სიკვდილი, გადასახადები და შვილები! სამივე უდროო დროს ატყდება თავს ადამიანს!”
* * *
„არასოდეს მიჰყიდო მყიდველს კარგი ხე-ტყე, თუკი იმ ფასად ცუდსაც შეასაღებ”.
* * *
„მხოლოდ სუსტი ადამიანები და სუსტი ერები სხედან გულხელდაკრეფილი და საკუთარ სიცოცხლეს დასტირიან იმის გამო, რომ რაც სურდათ, იმას ვერ ეღირსნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაე, სხვებმა ინერვიოლონ და მოიოხონ გული იმაზე ფიქრით, რასაც არაფერი ეშველება. რა მნიშვნელობა აქვს წარსულს, როცა აწმყო ასეთი მძიმეა, მომავალი კი ბუნდოვანი?”