მიგელ დე უნამუნოს ნაწარმოებებიდან…

“არსებობენ ისეთი ადამიანები,ვისაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია,მაგრამ სხვისგან მოითხოვენ სიყვარულს და კიდეც სჯერათ,რომ უფლება აქვთ მოითხოვონ უპირობო სიყვარული და ერთგულება საბრალო ქალისაგან,რომლის დამორჩილებაც მოახერხეს.არიან ისეთებიც,რომლებიც მშვენიერ,სილამაზით განთქმულ ქალს მარტო იმისთვის ირჩევენ,რომ პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილონ და გვერდით მოთვინიერებული ლომივით მიჰყვებოდეს,რომ შეეძლოთ თქმა: “ეს ჩემი საკუთარი ლომია! ხომ ხედავთ,როგორ მემორჩილება?”

(“ნამდვილი მამაკაცი”)

* * *

“ჭეშმარიტი ადამიანი შეიძლება აღმოაჩინო და შექმნა ერთი წუთის,ერთი ფრაზის,ერთი შეძახილის მიხედვით”. (ავტორი გენია.ჯი)

(“სამი სამოძღვარო ნოველა და ერთი პროლოგი”)

* * *

“საწყალი კაცუნები,ტრაგედიისა რომ ეშინიათ,ადამიანთა ეს საცოდავი ლანდები,რომ კითხულობენ და კი ვერაფერს სწვდებიან,კითხულობენ,რათა მოკლან დრო და ამით მარადისობაც – თუკი რომელიმე ტრაგედიაში ან კომედიასა,თუ ნოველაში,ანდა,თუ გნებავთ,ნივოლაშიც,მამაკაცს,ნამდვილ მამაკაცს,ან ქალს,ნამდვილ ქალს წააწყდებიან,უეჭველი ჰკითხავენ საკუთარ თავს: “მაინც საიდან ამოზიდა ავტორმა ეს ყველაფერი?” ამ კითხვას კი მარტო ერთი პასუხი უნდა გაეცეს: “მხოლოდ არა შენგან!”

(“სამი სამოძღვარო ნოველა და ერთი პროლოგი”)

* * *

“როცა ფული გაქვს,შენთვის ყველა გზა ხსნილია!”

(“ნამდვილი მამაკაცი”)

* * *

“ჩვენი გადარჩენა ან დაღუპვა იმაზე კი არ არის დამოკიდებული,თუ რანი ვიყავით,არამედ იმაზე,თუ რანი გვინდოდა,რომ ვყოფილიყავით.ღმერთი წყალობს ან სამუდამო სატანჯველად გასწირავს ადამიანს იმისთვის,თუ რა უნდოდა,რომ ყოფილიყო მას”.

(“სამი სამოძღვარო ნოველა და ერთი პროლოგი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>