ჯარჯი ფხოველის მოსაზრებები…
„სამშობლო… ამ სიტყვას რაღაც სუნი დაჰკრავს: ეს არის თავგანწირვის, დარდის, სიკვდილის სუნი!”
* * *
„რატომ ვარდები პანიკაში სიბერის გამო? ნუთუ იმიტომ, სიკვდილის უკვე ახლოს რომ არის!.. მაგრამ სიკვდილი არასდროს შორს არ ყოფილა: ახალგაზრდობის ჟამსაც ახლოს იყო, შემდგომაც ახლოს იყო, და სიბერეშიც ახლოს არის! ჩვენს შორის რომ იყოს დიდი შოთა ჩანტლაძე, ისიც იმავეს გეტყოდა, რასაც მე გეუბნები: სიბერე! აიტანე სიბერე!..” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზნეობრივი აღვირახსნილობა, ომები, უოლსტრიტის ცათამბჯენების დანგრევა, ძალადობა… ეს ყოველივე დაიწყო დაიწყო მაშინ, როცა მოკვდავმა საღვთო გზიდან გადაუხვია, როცა საეჭვო შემეცნება გაიხადა თავისი ყოფიერების ერთადერთ ორიენტირად, როცა ყველაზე დიდ საიდუმლოს ზურგი შეაქცია, წარუვალს განუდგა, ხოლო წარმავალი და კნინი გააფეტიშა!..”
* * *
„საქართველოს დიდმა პატრიარქმა გვითხრა; უმცირესობებს ჩვენ დავიცავთ, მაგრამ ვინ დაიცავს უმრავლესობას, ანუ ქართველებს?.. და იქვე გვანუგეშა: უმრავლესობას უფალი დაიცავს!.. ღმერთო, აახდინე დიდი პატრიარქის სიტყვები!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძველი ჩინმიჩინის პოეტების უმეტესობის ბიოგრაფიები ასე მთავდება: გარდაიცვალა უკიდურეს სიმარტოვეში და სიღატაკეში… ამას არ წერენ, შიმშილით რომ მოკვდნენ, ეს ივარაუდება!”
* * *
„ისეთი სიყვარული, სამწუხაროდ, სხვა დროს არ მიგრძვნია, როგორც ვუყვარდი იმ ცხენს, შავრა რომ ერქვა!.. როგორც ვუყვარვარ ჩემს ერთგულ ძაღლს, გორდა რომ ჰქვია!.. როგორც დიდი სოკრატე იტყოდა, ჩემს ძაღლს ვფიცავ, არ მიგრძვნია ძაღლის სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული!”