ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”
„წაქცეულს შეუძლია წამოდგეს, მაგრამ გასრესილი ადამიანი ვეღარასოდეს ადგება”.
* * *
„უფლება მაქვს ვიყო წესიერი ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ თქვენი თავი გიყვართ,გადაარჩინეთ სხვები”.
* * *
„ – მეფემ მე გამყიდა, ღატაკმა კაცმა შემიფარა. ვინ დამასახიჩრა? მონარქმა, ვინ გამკურნა და გამომკვება? გლახაკმა, თვითონ მშიერმა”.
* * *
„ღმერთმა მე მშიერთა ბრბოში გადამაგდო იმისათვის, რომ მათზე ველაპარაკო მაძღრებს”.
* * *
„ – მილორდებო, თქვენ მწვერვალზე იმყოფებით, ეს ძალიან კარგია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღმერთს საამისოდ თავისი მიზეზები ჰქონდა. თქვენს ხელთ არის უფლება და სიმდიდრე, ცხოვრების ყოველივე სიკეთე, თქვენთვის მზე ყოველ დროს ბრწყინავს. თქვენ განუსაზღვრელი ავტორიტეტით სარგებლობთ; თქვენი ხვედრია სრული ბედნიერება და თქვენ არ გახსოვთ, არ გაწუხებთ სხვა ადამიანების სვე და ბედი. ეს ასეა, მაგრამ თქვენს დაბლა ან იქნებ თქვენს მაღლა არის კიდევ სხვა რამე. მილორდებო, მე მოვედი აქ იმისათვის, რომ თქვენ ახალი რამ გაუწყოთ: ქვეყანაზე არსებობს კაცთა მოდგმა”.
* * *
„საიდუმლოება ბადეს წააგავს: საკმარისია ერთი თვალი ჩავარდეს, რომ მალე მთლად ჩაირღვევა”.
* * *
„ამქვეყნიურ ძლიერთა კანონი უქმად ყოფნაა. მდაბიო ადამიანთა კანონი დუმილია. დუმილი ღარიბის ერთადერთი მეგობარია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეფეთა შეურაცხმყოფელი ისეთსავე ხიფათში ვარდება, როგორშიც ის ქალწული, რომელიც გაბედავს ლომს ფაფარი მოჭრას”.
* * *
„ხანდახან შიშისაგან ადამიანი თვითონ ხდება საშინელი”.
* * *
„გაფრთხილდი, დაუფიქრდი ცხოვრებას. არ დაგავიწყდეს, რომ ქვეყნად სასჯელი არსებობს. კანონის პატივისცემა შეითვისე, შენ იმ ქვეყანაში იმყოფები, სადაც სამი წლის ხის მოჭრის გამო კაცს სახრჩობელა მოელის”.