რიუნოსკე აკუტაგავას მოხრობიდან – „დიალოგი წყვდიადში”

„ცხოვრებას რომ ღიმილი ვაჩუქო, საჭიროა მქონდეს, ჯერ ერთი, გაწონასწორებული ხასიათი, მეორე – ფული, მესამე – უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მაქვს”.

* * *

„ჩირადაც არ მიღირს დიდება, აი, სულის სიმშვიდე კი ნამდვილად მენატრება. წაიკითხე  ვაგნერის წერილები. იგი წერს, საყვარელ ქალთან და ორ-სამ ბავშვთან ერთად ცხოვრებისათვის სამყოფი ფული რომ მქონდეს, დიდად კმაყოფილი ვიქნებოდი იმ ხელოვნების გარეშეც, რომელსაც ვქმნიო. ასე ფიქრობს ისეთი აშკარა ინდივიდუალისტიც კი, როგორიც ვაგნერი გახლდათ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაღაც ადამიანური, ამავე დროს, მხეცურიცაა”.

* * *

„გაიხსენე უაილდი, სამი წელი რომ გაატარა ციხეში. იგი ამბობდა: „თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს”.

* * *

„ცნობილია, რომ ცხოვრება ყველასათვის შავბნელია, მხოლოდ „რჩეული უმცირესობაა” გამონაკლისი. „რჩეულ უმცირესობას” კი, სხვაგვარად, იდიოტებს და არამზადებს უწოდებენ”.

* * *

„აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! უფრო ღრმად ჩაეზარდე მიწას ფესვებით. შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ, შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე გაიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უნდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღდგები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>