რევაზ ყარალაშვილი “გვადი ბიგვა”-ს შესახებ წერდა…

“რა ვუყოთ ლეო ქიაჩელის გვადი ბიგვას? 

გვადი ბიგვაში იმთავითვე იყო ჩადებული სხვებისათვის გაუგებარი ისეთი სიბრძნე და მყარი ზნეობრივი საფუძველი,რომელიც მკვეთრად გამოარჩევს მას ამ რომანის დანარჩენი პერსონაჟებისაგან.რა თქმა უნდა,არც გვადი იყო სრულიად უნაკლო პიროვნება და მის ქცევაშიც დაიძებნება მრავალი ისეთი რამ,რაც არც მოსაწონია და არც სამაგალითო… მაგრამ განსხვავებით სხვათაგან,გარედან მოტანილი სქემებით რომ მოქმედებენ,იგი მუდამ ერთგულია თავისი თავისა და იმ ზნეობრივი პირველსაწყისისა,რომელსაც ემყარება კაცთა ბუნება”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. გარდა გერმანისტი რევაზ ყარალაშვილისა და სხვა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა,ლეო ქიაჩელის (ლეონ შენგელაიას) შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ ცნობილი ქართველი ხალხოსანი მწერალი – სოფრომ მგალობლიშვილიც (1851-1925 წლები),რომელიც ქიაჩელის შემოქმედების შესახებ მეტად ამაღელვებელ სიტყვებს წერდა: “სხვისა არ ვიცი,მე კი,ბერიკაცს,ლეო ქიაჩელის ნაწერი – მოთხრობა თუ ნოველა,ქვესკნელიდან ზესკნელზე ამაგდებს ხოლმე,გაყინულს,სიბერისაგან შემდგარ სისხლს ამიჩუხჩუხებს,ზე აღმაფრენს.ასეთი ლამაზი,სურნელოვანი სიტყვა,გუნდრუკსავით საამო არსად არ შემხვედრია,როგორც ლეოს ნოველებში… ერთი სიტყვით,მეფეა სიტყვისა… იგი პროზის ბატონია”. (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>