ჰაინრიხ ბიოლის რომანიდან – “კლოუნის თვალთახედვა”

“დაელოდეთ მეოცე საუკუნის დამლევს,სანამ მეცხრამეტეს შეიძულებდეთ”.

* * *

“ყველა ადამიანს აქვს ერთი შანსი.ქრისტიანები ამას შენდობას უწოდებენ”.

* * *

“ქალის ხელებს იმდენი რამ შეუძლიათ გამოხატონ ან მოგაჩვენონ,რომ მათთან შედარებით მამაკაცის ხელები მხრებზე მიწებებულ ჯირკვებად მეჩვენება.მამაკაცის ხელები ხელის ჩამორთმევისა და ცემა-ტყეპის,სროლისა და ხელის მოწერის ხელებია.ხელის ჩამორთმევა,ცემა-ტყეპა,სროლა და ანგარიშწორების ჩეკებზე ხელის მოწერა – აი,ყველაფერი,რისი გაკეთებაც მამაკაცის ხელებს შეუძლიათ,ცხადია შრომაც”.

* * *

“ჩემი აზრით,როცა ადამიანი კვდება,ბევრ სისულელეს ამბობენ,მაგრამ “ო,რა სისაძაგლეა” არავის დასცდენია”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“როცა წარმოვიდგენ,რომ არსებობს რაღაც ისეთი,რასაც “ცოლქმრული მოვალეობა” ჰქვია,შიში მიპყრობს.ამაზრზენი უნდა იყოს ცოლქმრობა,როცა ქალს სახელმწიფო და ეკლესია აიძულებს “ის საქმე” ხელშეკრულების თანახმად აკეთოს.არ შეიძლება ადამიანი იძულებით გახადო გულმოწყალე”.

* * *

“უნამუსოებსა და მოსყიდულებს ზოგჯერ უყვართ ნამუსიანი და მოუსყიდველი ადამიანები”.

* * *

“ჩვენს ქვეყანაში ნადირები ჯერ კიდევ არ გადაშენებულან”.

* * *

“არსებობს გაბოროტებული ჟურნალისტების ფრიად გავრცელებული ნაირსახეობა,რომელიც ვერ ხვდება,რომ პირადად ის ხელოვანი არ არის და არც არავითარი მონაცემი გააჩნია საიმისოდ; რაკი ასეა,რაღა თქმა უნდა,ალღო ღალატობთ და სისულელეებს როშავენ”.

* * *

“ჩემი აზრით,ტელევიზია მასაც ართმევს სინდისის ნატამალს,ჯერ კიდევ რომ შერჩენია.თუ ჩვენი საუკუნე განსაკუთრებულ სახელწოდებას იმსახურებს,მას პროსტიტუციის საუკუნე უნდა ეწოდოს.ხალხი უკვე ეჩვევა მეძავთა ლექსიკას”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება