რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ფრანგები,ისეთ ფულს,რომელიც გადასახადების თავის არიდების მიზნით არის გადამალული და დაცული შვეიცარიის ბანკებში,ამ უცნაური სახელით მოიხსენიებენ.დაახალეთ,რას უწოდებენ ისინი ასეთ ფულს?
შეკითხვა მეორე: ერთ-ერთ შუააზიურ სახელმწიფოში – ტაჯიკეთში,სახელმწიფო ჩინოვნიკებს ეკრძალებათ ჰქონდეთ ისინი,რითაც ასე იწონებს თავს საყოველთაოდ ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი – რიანა.დაასახელეთ რის ქონის უფლება არ აქვთ ტაჯიკელ მაღალჩინოსნებს და რით იწონებს თავს რიანა?
მესამე შეკითხვა: რამდენიმე მუსულმანურ ქვეყანაში,რიგ ადამიანებს ოფიციალურად აქვთ ნება დართული იყიდონ სპირტიანი სასმელი იმ შემთხვევაში,თუკი ისინი მაღაზიაში წარადგენენ ექიმის მიერ გაცემულ იმ დაავადების ცნობას,რომლითაც იტანჯებიან.დაასახელეთ რა დაავადებაა ეს?
* * * * * * *
პასუხი პირველი: ფრანგები ასეთ ფულს – “შვეიცარიულ შოკოლადს” უწოდებენ.
პასუხი მეორე: ტაჯიკეთში სახელმწიფო მაღალჩინოსნებს აკრძალული აქვთ – “ოქროს კბილების” ტარება,რითაც ასე იწონებს თავს რიანა.
პასუხი მესამე: აღნიშნული დაავადების სახელწოდებაა – “ალკოჰოლიზმი”