ჯონ ერნს სტაიბეკის რომანიდან – “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”
“რას წარმოადგენს ადამიანის პიროვნება? ატომს,უხილავ ატომს,რომელსაც გამადიდებელი შუშის მოუმარჯვებლად ვერც კი დაინახავ; სამყაროს წაცხებულ პატარა ლაქას; წამის უმნიშვნელო ნაწილს,რომელსაც დაუსაბამო და დაუსრულებელ მარადისობას ვერც კი შეადარებ; ვრცელ ზღვაში ჩავარდნილ წყლის წვეთს,რომელიც ხელად ორთქლდება და ქარს მიაქვს; მიწის პაწაწინა ნამცეცს,რომელიც ხელად თავისივე წარმოქმნილ მიწას უერთდება.ნუთუ ასეთი არსება – ასე პატარა,უბადრუკი და წარმავალი – წინ აღუდგება დიდი ერის ძლევამოსილ სვლას,რაც საუკუნეებიდან საუკუნეებში გრძელდება,წინ აღუდგება ჩვენივე წარმოქმნილი შთამომავლობის იმ გრძელ ხაზს,რომელიც მანამ ქვეყნიერება არსებობს,არ გადაშენდება?! თავლი გადავავლოთ ჩვენს ქვეყანას,უანგარო და უმწიკვლო პატრიოტიზმის დონემდე ავმაღლდეთ და ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი მოსალოდნელი უბედურებისაგან ვიხსნათ.რას წარმოვადგენთ ჩვენ – რას წარმოადგენს რომელიც გინდა ადამიანი – თუკი ხალისით არ შევწირავთ თავს სამშობლოს?!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“არიან ქალები – ცხელ ღამეშიაც კი სიგრილეს მოგგვრიან”.
* * *
“მოსამსახურე კაცი იშვიათად ხედავს ხოლმე დღის სინათლით განათებულ ქვეყანას.რაღა გასაკვირია,რომ ახალ ამბებს თუ მოვლენათა მსვლელობას ცოლისაგან იგებდეს.ქალმა ყველაფერი იცის – სად რა მოხდა,ვინ რა თქვა,მაგრამ ამას ყველაფერს თავისებურად,ქალურად გადახარშავს,ასე რომ,მოსამსახურე მამაკაცთა უმრავლესობა დღის შუქით განათებულ ქვეყანას ქალის თვალებით ხედავს.ღამით კი,როცა დუქანს დაკეტავს ან სამსახურს დაამთავრებს,მისი,მამაკაცის ნამდვილი სამყარო იწყება,თუმცა ცოტა ხნით”.
* * *
“რაც საქვეყნოდაა ცნობლი,მეტწილად მცდარია ხოლმე”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მოგონება ხიზილალასავით მრავლდება; ერთი პატარა რამე თუ მოიგონე,მორჩა,ბოლო აღარა აქვს,კინოსავით წავა და მერე გინდა წინ ატრიალე და გინდა უკან”.
* * *
“სინათლე რომ ჩაქრება,ერთბაშად ისეთი წყვდიადი ჩამოწვება,რომ იფიქრებ,ნეტავ სულაც არ ანთებულიყო.ქვეყანა დაღუპული ხალხითაა სავსე.დაჰკრავს ჟამი,როცა ადამიანი უნდა აღესრულოს,ღირსეულად წავიდეს ამ ქვეყნიდან – არავითარი დრამები,არავითარი დასჯა არც საკუთარი თავისა,არც ოჯახისა. და ყველაზე საუკეთესო საშუალებაა ამ დროს (ეს კარგად იცოდნენ მარულოს იმ წინაპრებმა,რომლებიც ძველ რომში ცხოვრობდნენ): თქვი “მშვიდობით” და თბილ აბაზანაში ვენები გადაიხსენი,ან თბილი ზღვა და სამართებელი”.