“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთი უცხოელი ძველბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს სპარტას ეწვია,რა დროსაც იგი ლაკედემონიის (იგივე სპარტის) მეფემ – თეოპომპესმა (მმართველობის პერიოდი – ძვ.წ.აღ-ით 786-739 წლები.ცნობისათვის – პირველი ოლიმპიური თამაშები ისტორიაში,სწორედ მისი მმართველობის მეათე წელს მოეწყო) მიიღო.უცხოელი სტუმარი,მეფესთან მთელი ვიზიტის დროს ცდილობდა,რომ სპარტელი მეფისათვის თავი მოეწონებინა და თავისი ერთგულება დაემტკიცებინა.მან ძალიან ბევრი აქო სპარტელები და ბოლოს ისიც განუცხადა,რომ თავის სამშობლოში,მას “ლაკედემონელთა მოყვარულს” უწოდებდნენ.თეოპომპესმა უცხოელ სტუმარს ყურადღებით მოუსმინა და ბოლოს ერთმნიშვნელოვნად უთხრა: ”- უცხოელო,უკეთესი იქნება,თუ შენიანები “თანამემამულეთა მოყვარულს” დაგიძახებენ და არა “ლაკედემონელთა მოყვარულსო”. (ავტორი გენია.ჯი)