რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: იმისათვის,რომ მექსიკაში იოანე-პავლე II-სათვის ბრინჯაოს ქანდაკება აეგოთ,ადგილობრივმა მოსახლეობამ შეაგროვა 5 000 000 ცალი ის ნივთი,რომელიც ძეგლის ასაგებად იყო საჭირო.დაასახელეთ იმ ნივთის სახელწოდება,რომელიც შეაგროვა მექსიკელებმა ძეგლის ასაგებად? (ცნობისათვის,ეს ნივთი არაერთ ეროვნულ გერბზეა გამოსახული).

შეკითხვა მეორე: ცნობილ სამხრეთ აფრიკელ პოპ-მომღერალს და “აფრიკული პოპის დედოფლად” წოდებულ  - ბრენდა ფასის,რომელსაც აპარტეიდის მძვინვარების დროს ქვეყნის მოქალაქის სტატუსი ჩამოართვეს,მოიხსენიებენ სხვა სახელითაც.დაასახელეთ რა ზედსახელით მოიხსენიებენ მას?

შეკითხვა მესამე: 2014 წელს გადაღებულ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში აღნიშნულია,რომ ამ ქალაქის გარეუბანში აღმოჩენილი იქნა 120 000 ადამიანის დასახიჩრებული გვამის ნაშთები.დაასახელეთ რომელ ქალაქში იქნა აღმოჩენილი და რომელ ისტორიულ პერიოდს ეძღვნება აღნიშნული დოკუმენტური ფილმი? (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * * *

პასუხი პირველი: მექსიკის მოსახლეობამ ძეგლის ასაგებად შეაგროვა 5 000 000 ცალი გასაღები.

პასუხი მეორე: ბერნდა ფასს მოიხსენიებენ,როგორც – “შავი მადონა”.

პასუხი მესამე: საფრანგეთის ქალაქი ვერდენი,სადაც 1916 წლის 21 თებერვლიდან – 18 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა “ვერდენის ხორცსაკეპის” სახელით ცნობილი ბრძოლა გერმანულ და ფრანგულ არმიებს შორის.აღნიშნული დოკუმენტური ფილმი კი მიძღვნილ იქნა პირველი მსოფლიო ომისადმი.

კომენტარის დატოვება