ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„გახსოვდეთ, რომ ხმლით შეიარაღებული მეფეების გრძელი მწკრივი კრომველის ნაჯახმა გადასჭრა. ძრწოდეთ! ულმობელი ჟამი ნაცვალგებისა ახლოვდება. წაჭრილი ბრჭყალები კვლავ იზრდება. ამოგლეჯილი ენები ცეცხლის ენებად იქცევიან. ისინი, ქარტეხილისგან ატაცებულნი, მაღლა და მაღლა ბრიალებენ და უსასრულობაში ღაღადებენ. მშივრების კბილთა ღრჭენა ისმის.ჯოჯოხეთზე აღმართული სამოთხე თავის საფუძველზევე ირყევა. ყველგან ტანჯვაა, მწუხარება, წამება. ის, რაც მაღლაა, დაბლა იხრება; ხოლო რაც დაბლა მდებარეობს, უშველებელ ხახას აღებს. სიბნელე ისწრაფვის, სინათლედ იქცეს. განკიცხულნი დავას უმართავენ ნეტარებაში მყოფთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი მოდის; თქვენ გეუბნებით, რომ ადამიანი აღდგა! დასასრული ახლოსაა. ეს მეწამული განთიადია კატასტროფისა. აი რა იფარება სიცილში, რომელსაც თქვენ აბუჩად იგდებთ!” – ვიქტორ-მარი ჰიუგო (კაცი,რომელიც იცინის)
* * *
„ქვეყნიერება სარკეა და ყველა კაცს საკუთარ სახეს დაანახვებს. წარბშეკვრით შეხედე და სამაგიეროდ თვითონაც პირქუშად შემოგხედავს; შესცინე და და გაიცინე მასთან ერთად და თვითონაც მხიარულ, გულკეთილ ადამიანად გაგიხდება”. - უილიამ თეკერეი (ამაოების ბაზარი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უნდა ითქვას, რომ შავმა ჭირმა ყველას წაართვა სიყვარულისა და მეგობრობის ძალა, რადგან სიყვარულს ცოტა მომავალი სჭირდება, ჩვენ კი წუთებიღა შემოგვრჩენოდა სასიცოცხლოდ”. – ალბერ კამიუ (შავი ჭირი)
* * *
„ბოდლერი ჭკუაზე რომ შეირყა, თავისი მსოფლმხედველობა მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა და სიტყვა იგი იყო “ქალი”. – რიუნოსკე აკუტაგავა (წყლის კაცების ქვეყანაში)
* * *
„ – ოცნებობთ სიკვდილზე?
- დიახ… არა, სიკვდილზე კი არ ვოცნებობ, სიცოცხლემ მომაბეზრა თავი”. – რიუნოსკე აკუტაგავა (ფიქრები ლიტერატურაზე)
* * *
„მე იმ მშვენიერი სანახავითაც მადლიერი ვარ, რომელიც ჩემ წინ გაივლის. დაე, ჩემი არსება სინათლეს მოკლებული იყოს, მაგრამ იმ სინათლის ანარეკლი შუქი ხომ მეც მხვდება”. - ვიქტორ-მარი ჰიუგო (კაცი,რომელიც იცინის)
* * *
„სამწუხაროდ, სიმართლე ძალიან ხშირად მახვილგონივრული სულაც არ არის”. – თედორე დოსტოევსკი (ძმები კარამაზოვები)
* * *
„შეუძლებელია სიყვარული თანასწორობის გარეშე”. – სტენდალი (წითელი და შავი)
* * *
„მსოფლიოს დაპყრობა ყველაზე მტკიცედ მათ სჯერათ, ვინც იცის, რომ ეს შეუძლებელია”. - ჯორჯ ორუელი (1984) – (ავტორი გენია .ჯი)
* * *
„გახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად არ მოიძებნება უმანკო და პატიოსან მეუღლეზე უფრო დიდი საუნჯე და რომ ქალის ღირსება ხალხის თვალში მოხვეჭილი მისი უმწიკვლო სახელია”. – მიგელ დე სერვანტეს საავედრა (დონ კიხოტი)