ფრაზეოლოგია – ლეო ქიაჩელის ნაწარმოებებიდან…
“ხომ იცი,ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ჩივილის… წუწუნის.ახლა კი თვითონ ვწუწუნებ!.. ღმერთო ჩემო,როგორ იცვლება თურმე ყველაფერი ამ ქვეყანაზე!” - (იმედები)
* * *
“ჩვენ ახლა დიდები ვართ.კარგია თუ ცუდი,ეს არ ვიცი.იქნება კარგიც იყოს.მაგრამ მე მაინც ის დრო მირჩევნია,როცა პატარები ვიყავით”. – (იმედები)
* * *
“ადამიანის ცნობისმოყვარეობა ძალიან ახირებული ბუნებისა ყოფილა”. – (შეურაცხყოფილი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – გადამეტებული არაფერი ვარგა”. – (შეურაცხყოფილი)
* * *
” – თუ სიკვდილი აუცილებელია,უბედურებაც აუცილებელი ყოფილა!” – (ხალხში გაგონილი ზღაპარი ბედნიერებაზე)
* * *
” – ერთადერთი სიყვარულია სიკვდილის დამთრგუნველი და სხვა არაფერი.იგივეა სათავე ბედნიერებისა”. – (ხალხში გაგონილი ზღაპარი ბედნიერებაზე)
* * *
” – გულახდილობა ადამიანის დიდი სამკაულია”. – (იშვიათი შემთხვევის გმირი)
* * *
“განწირვისათვის ყველა დრო ერთია.მაგრამ ეს იმან იცის,ვისაც ნამდვილად გაუწირავს!” – (თავადის ქალი მაია) – (ავტორი გენია.ჯი)