რა? სად? როდის?

“ვერ გეტყვით,კარგია ეს თუ ცუდი,მაგრამ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ევროპისათვის ჭკუის სწავლებას.ვაკეთებთ ამას ჩვენ აგერ უკვე კაი 125 წელზე მეტია.არავის დავუპატიჟნივართ მეურვედ,ჩვენ თვითონ მოვახვიეთ თავს ჩვენი თავი! – ჩვენ ხომ ანგლო-საქსები ვართ”. – დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი,რომელიც ცნობისათვის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მწერალი გახლდათ.

შეკითხვა მეორე: იაპონელები ამბობენ –  ”ჩვენთან პრაქტიკულად გაქრა კიმონო – მისი ხილვა შესაძლებელია მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებსა და ოჯახებში.თუმცა ჩვენ შევინარჩუნეთ (ის),რასაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება”. – რის შენარჩუნებას გულისხმობენ ამომავალი მზის” ქვეყნის შვილები”?

შეკითხვა მესამე: რას ადარებდა გენიალური ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი,დიდი წიგნის დაწერას?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: აღნიშნული სიტყვების ავტორი გახლავთ დიდი ამერიკელი მწერალი,სატირიკოსი და იუმორისტი – სამუელ ლენგჰორნ კლემენსი,იგივე – მარკ ტვენი.

პასუხი მეორე: იაპონელები შენარჩუნებაში გულისხმობდნენ,მათი უნიკალური და შესანიშნავი პოეზიის – ლექსთწყობას.

პასუხი მესამე: ერნესტ მილერ ჰემინგუეი დიდი წიგნის დაწერას – “ლომის მოკვლას” ადარებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>