რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: რა პასუხი გასცა დიდმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა,პოეტმა,ესეისტმა და მოაზროვნემ – რალფ უოლდო ემერსონმა (1803-1882 წლები) კითხვაზე: “რას იზამდი,მზე რომ გაციებულიყო და დედამიწა დაღუპულიყო?”

შეკითხვა მეორე: მას შემდეგ,რაც ნაპოლეონ ბონაპარტი 1815 წელს წმინდა ელენეს კუნძულზე იალქნიანი გემით “ნორსამბერლენდი”-თ ჩაიყვანეს,ის ადამიანი,რომელიც მან კუნძულამდე (“საპყრობილემდე”) ჩააცილა გახლდათ – სკრუპ დევის სამუელი.რაში აგემა სასტიკი მარცხი და რამდენი თანხა მოუგო საფრანგეთის ყოფილმა იმპერატორმა მის საპყრობილემდე მიმცილებელს?

შეკითხვა მესამე: ინგლისის ეროვნულ გალერეაში სხვა უამრავ შედევრებთან ერთად დაცულია გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – იან ვან ეიკის მიერ 1434 წელს შესრულებული ტილო,სახელწოდებით: “არნოლფინების ოჯახის პორტრეტი”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დღესდღეობით გალერეაში ვერც ერთ სურათთან ვერ ნახავთ იმდენ დამთვალიერებელს,რამდენსაც ვან ეიკის ზემოაღნიშნულ სურათთან.სურათის განსაკუთრებულმა პოპულარობამ კი განაპირობა,რომ გალერეის დირექციამ იგი ყველაზე გამოსაჩენ ადგილას განათავსა.დაასახელეთ მიზეზი იან ვან ეიკის მიერ დახატული სურათის (რომელიც ზემოთ არის გამოსახული) ესოდენ დიდი პოპულარობისა? - (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * * *

პასუხი პირველი: რალფ უოლდო ემერსონის პასუხი გახლდათ: “ვფიქრობ,მე უმაგათოდაც გავძლებდი”.

პასუხი მეორე: ნაპოლეონ ბონაპარტმა სკრუპ დევის სამუელს – ჭადრაკში სასტიკი მარცხი აგემა და 300 $ მოუგო.

პასუხი მესამე: განსაკუთრებული ყურადღება იან ვან ეიკის სურათმა იმიტომ დაიმსახურა,რომ მის მიერ 1434 წელს შესრულებულ ტილოზე გამოსახული სენიორი არნოლფი,სახით ძალიან ჰგავს “წითელი იმპერიის” აღდგენის მოსურნესა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>