რეიმონდ დაგლას ბრედბერის ნოველიდან – „დაიქუხა”
„ – მაშ, იმ მელიებს რა ეშველებათ, რომლებიც ამ თაგვებით იკვებებიან, რათა გადარჩნენ? ათი თაგვის არგაჩენა ერთ მელიას შეიწირავს, ათი მელიის გაქრობა ერთ ლომს აშიმშილებს. ლომის განადგურება კი უამრავ მწერს, სვავს და კიდევ უსასრულოდ ბევრ ცოცხალ არსებას ქაოსში მოაქცევს, განადგურებისთვის გაწირავს. ეს ყველაფერი აი, სადამდე მიგვიყვანს: ორმოცდაცხრამეტი მილიონი წლის მერე გამოქვაბულში მცხოვრები თორმეტი ადამიანიდან ერთი სანადიროდ წავა ხმაკბილა ვეფხვზე, საკვები რომ ჰქონდეს, მაგრამ ამ გამოქვაბულის ადამიანს შიმშილობა მოუწევს. ეს ერთი გამოქვაბულის ადამიანი კი, არ დაგავიწყდეთ უბრალო კაცი რომ არ არის ამ სამყაროში, არა! მან მთელ მომავალ ერს უნდა დაუდოს სათავე. მისი ლომები, ალბათ, ათ ვაჟს მაინც ჩასახავენ, ეს ათი ლომი კიდევ ას ვაჟს შობს და ასე გაგრძელდება, სანამ ცივილიზაციას არ დაუდებენ სათავეს. ერთი კაცის განადგურება მთელი რასის, ადამიანების, სიცოცხლის მარადიული ისტორიის განადგურებას უდრის. შესაძლოა, ეს ყველაფერი ადამის შვილიშვილების განადგურებას შევადაროთ. ერთ თაგუნაზე ფეხის დაბიჯებით შენ შეიძლება მიწისძვრაც კი გამოიწვიო, ისეთი მიწისძვრა, რომელიც მთელ დედამიწას შეძრავს და კაცობრიობის სვე-ბედს ძირეულად შეცვლის. თუნდაც ერთი გამოქვაბულის ბინადარი ადამიანის განადგურება მილიარდობით ჩვილს ჩაკლავს დედის საშოში და დაბადების საშუალებას მოუსპობს. შესაძლოა, რომი აღარ აღიმართოს შვიდ ბორცვზე, ევროპა კი სამუდამოდ უღრან ტყედ დარჩეს, მხოლოდ აზია დადგება ფეხზე და განვითარდება, გასრეს თაგუნას და პირამიდას აქცევ ნამსხვრევებად, გასრეს თაგუნას და დიდი კანიონივით ანაბეჭდს დატოვებ მარადისობაში. იქნებ დედოფალი ელისაბედიც აღარ დაიბადოს, ვაშინგტონმა დელავერი ვეღარ გადაკვეთოს, შეერთებული შტატები კი საერთოდ არ შეიქმნას. ასე, რომ ფრთხილად იყავით, ბილიკს მიჰყევით და სხვაგან ფეხიც კი არ გადგათ!” (ავტორი გენია.ჯი)