უილიამ შექსპირი – “სონეტი XXIV”

რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში,

რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას,

მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში

ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და მსოფლმხედველობას.

* * *

რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს,

მინდა შენც ნახო,მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა…

და სახელოსნოს,სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს,

შენი თვალებით გავანათებ,სარკმლით კი არა.

* * *

და მაშინ ნახავ,რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით:

რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს,შენი მზერა კი

ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით

დამაიმედებს,რომ ნათდება გულის სენაკი.

* * *

თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება,

შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება.

კომენტარის დატოვება