ჯონ მილტონის პოემის – “დაკარგული სამოთხის” შესახებ…
გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა,მწერალმა და გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო მოღვაწემ – ჯონ მილტონმა (1608-1674 წლები),თავისი ბრწყინვალე ეპიკური პოემა – “დაკარგული სამოთხე” 1667 წელს გამოაქვეყნა.მან,დანტე ალიგიერისაგან განსხვავებით,ჯოჯოხეთი აღნიშნულ ნაწარმოებში შემდეგი სახით აღწერა:
“სადაც სინათლე არ არსებობს,იქ მბრძანებლობს ხილული წყვდიადი,გადამწვარი ველები,ყინულოვანი დასეტყვილი უდაბნოები.დედაქალაქს პანდემონიუმი ჰქვია,სადაც სატანა – ლუციფერი თავის დამქაშებთან ერთადაა წარმოდგენილი.ჯოჯოხეთის მბრძანებელიც თავადაა.მას მრავალი სახელი ჰქვია,მათ შორის ერთ-ერთი ლუციფერია,რაც “ალიონის ვაჟს” ნიშნავს.მისი მარჯვენა ხელი დაცემული ანგელოზი – ბელზებელია.ეს ის ბელზებელია,რომელმაც სატანას უფლის წინააღმდეგ ამბოხებაში პირველმა დაუჭირა მხარი.მეორე თანაშემწე ლევიათინია,რომელსაც გველის,დრაკონის და ნიანგის გარეგნობა აქვს.როგორც ცნობილია,ოდითგანვე სწორედ ამ ურჩხულს ებრძოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.ჯოჯოხეთში მოხვედრა ლევიათინის ხახის გავლითაა შესაძლებელი.კიდევ ერთი ანგელოზი,რომელიც ბოროტ ძალებს ემსახურება,გახლათ – ასმოდეი.იგი ოჯახების დანგრევას,სიხარბეს და აზარტს განაგებს.მას სამი თავი აქვს,ხარის,ცხვრის და ადამიანის,ფეხები კი მამლის მსგავსი.ასტაროტი,რომელიც სატანის ერთ-ერთი მოციქულია – ჯოჯოხეთის ფინანსებს განაგებს.ეს დაცემული ანგელოზი ადამიანებს სიზარმაცეს შთააგონებს.ასევე დაცემული ანგელოზი ბელიარი კი ფარისევლებს მფარველობს”.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად რელიგიური საბურვლისა,რაშიაც პოემის სიუჟეტია გახვეული,მასში ჩანს ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის სუნთქვა.შესაძლებელია ითქვას,რომ ჯონ მილტონმა ამ ამბავში,სადაც პერსონაჟებად ღმერთი და ბიბლიური იგავების გმირები ჩანან,ფაქტიურად მოცემულია XVII საუკუნის ინგლისის რეალობა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არა ისტორიულ გმირთა გარეგნული მსგავსებით,არამედ საინტერესო ისტორიული მოვლენებისა და ცალკეული ეპიზოდების მხატვრული გადმოცემით,რაც პოემის სიუჟეტს კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.მილტონი,რასაც თავის პუბლიცისტურ წერილებში პირდაპირ გადმოსცემდა,ახლა უკვე ბიბლიის საბურველში ხვევდა და ასე მიიტანა კიდეც მკითხველამდე.თუმცა ეს,მას ვერ გაუგეს კარგა ხანს,ვიდრე დიდმა ინგლისელმა პოეტებმა – მერი შელიმ და ჯორჯ გორდონ ბაირონმა არ გაშიფრეს პოემა.მანამდე ის ყველას რელიგიურ ნაწარმოებად მიაჩნდა!
ნაწარმოების წაკითხვისთანავე უნდა დარწმუნდეს მკითველი,რომ პოემაში მოყვანილი ბიბლიური სიუჟეტი,მართლაც რელიგიურ სამოსელშია გახვეული,თუმცა ისეთ სამოსელში,რომელიც ტანზე მოურგებელი სამოსელია; დაკვირვებული თვალი მაშინვე შენიშნავს,რომ ეს სამოსელი სულ სხვა ტანზეა გამოჭრილი და იგი ნამდვილ პატრონს არ აცვია.ამიტომაც არის,რომ პოემაში დახატული სატანა სულაც არა ჰგავს ბიბლიის სატანას (ისევე,როგორც ღმერთი არ ჰგავს ბიბლიურ ღმერთს).ავტორის ტენდენცია გახლავთ ის,რომ მებრძოლი სული არ უნდა დამარცხდეს.ერთი სიტყვით,პოემაში დახატული სატანა ისეთივე გაუტეხელი და შეუპოვარი მებრძოლია,როგორც თავად მილტონი ან რევოლუციის სხვა მეთაურები იყვნენ.”დაკარგული სამოთხის” ერთ-ერთი პერსონაჟის პირით პოეტი მედიდურად აცხადებს:
“ომი წავაგეთ? ეს შემთხვევით მოხდა,ამით არაფერი შეცვლილა,რადგან ჩვენი ნებისყოფა კვლავაც გაუტეხელია,კვლავ შეგვრჩა შურისგების წყურვილი,დაუშრეტელი სიძულვილი და მამაცობა; დათმობასა და მორჩილებას არა ვართ ჩვეული; ამიტომ ტყუილი იმედი ნუ გექნებათ – მუხლს არ მოვიდრეკთ და შეწყალებას არ გთხოვთ… ეს იქნებოდა უკიდურესი შერცხვენა და თავის ლაფის დასხმა,რაც ჩვენს ბუნებას არ ეგუება: ცაში მონობას ჩვენს ჯოჯოხეთში თავისუფლება გვირჩევნია”.
საინტერესოა ის ფაქტი,რომ გენიალურმა ინგლისელმა პოეტმა – ჯონ მილტონმა,თავის უკვდავ პოემაში – “დაკარგული სამოთხე”,ჰონორარად საკმაოდ მიზერული თანხა 10 გირვანქა-სტერლინგი აიღო.ხოლო მის მემკვიდრეებმა კი,მსოფლიო პოეზიის ამ ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებისათვის პოეტის გარდაცვალების შემდგომ,მხოლოდ 8 გირვანქა-სტერლინგი მიიღეს. (ავტორი გენია.ჯი) ეს მით უფრო საინტერესოა,რომ გარდაცვალებამდე ჯონ მილტონი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა.ერთ-ერთი მღვდელი,რომელმაც ის სიკვდილამდე სულ რამდენიმე დღით ადრე მოინახულა,წერდა: “მილტონი დაფხავებული ფიცრული სახლის ერთ მოციცქნულ ოთახში ვნახე.სინესტის გამო კედლები ოთახს ობით ჰქონდა დაფარული.იგი სავარძელში იჯდა,შავი ტანსაცმელი კოხტად ადგა ტანზე,ფერმკრთალი იყო,მაგრამ ეს არ ჰგავდა ავადმყოფურ ფერმკრთალობას,მიუხედავად იმისა,რომ ნეკრესის ქარებით იტანჯებოდა,ხელის მტევნები ერთნაირად დაემახინჯებინა სნეულებას,მაგრამ სახეზე ვერ შეატყობდით საშინელი ტკივილის კვალს”.
ასეთ უკიდურეს სიღარიბეში აღესრულა უდიდესი ინგლისელი პოეტი – ჯონ მილტონი,რომლის შემოქმედებაც დღეს მსოფლიო ლიტერატურის “შედევრებად” არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ მილტონი