გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა – “ეპიზოდი”

რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლის მოყვარული,განსაკუთრებით პატივმოყვარე,ეჭვიანი,გარყვნილი,ეგოისტი და მფლანგველი ტირანი – გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა (12-41 წლები),ბავშვობიდანვე ეპილეფსიით იტანჯებოდა (აღნიშნულ დაავადებას იმ პერიოდის რომში – “წმინდა დაავადებას” უწოდებდნენ).ორი წლის ასაკში მყოფი კალიგულა,მამამისის – გერმანიკუსის მიერ (რომელიც თავი მხრივ რომაელი მხედართმთავარი და კონსული იყო) თავისი არმიის თილისმად იქნა აღიარებული. 23 წლიანი მმართველობის შემდეგ,რომის იმპერატორი ტიბერიუსი გარდაცვალა (ბიბლიის თანახმად,ეს სწორედ ის რომის იმპერატორი გახლდათ,რომლის მმართველობის დროსაც იქნა ჯვარცმული – უფალი ჩვენი იესო ქრისტე).მიუძღვის თუ არა მის სიკვდილში კალიგულას წვლილი,ეს ისტორიულად დადასტურებული არ არის,თუმცა თავად,შემდგომში ხშირად ამაყობდა იმით,რომ მან საკუთარი ხელით გაგუდა ტიბერიუსი,რითაც შური იძია მისი უახლოესი ნათესავების შელახული ღირსების გამო. 37 წელს რომის იმპერატორის ტახტი,შიზოიდმა კალიგულამ დაიკავა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი მმართველობით რამდენიმე თვის განმავლობაში მოსახლეობა კმაყოფილი იყო.ისტორიკოსთა ცნობების თანახმად,სწორედ ამ პერიოდში დაავადდა იგი – “ენცეფალიტით” (თავის ტვინის ანთება),რის შემდეგაც დაიწყო კიდეც მისი სისხლიანი ტირანია ქვეყანაში.კალიგულა იტანჯებოდა ქრონიკული უძილობით და საშინელი ღამის კოშმარებით.ეს კი,დღისით მის სასტიკ გაშმაგებას იწვევდა.გასცემდა ისეთი სახის ბრძენებებს,რომელიც შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანმა წარმოიდგინოს კიდეც.მაგალითად,კალიგულა საკამაოდ ხშირად სცემდა ბრძანებეს,რომლის თანახმადაც იგი მოუწოდებდა იმპერიის სხავადასხვა პროვინციების მმართველებს – სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ.გარდა ამისა,იგი გამოირჩეოდა ფუფუნებისადმი და განცხრომისადმი განსაკუთრებული სიყვარულით,რაც რაღა თქმა უნდა რომაელი ხალხის კისერზე გადადიოდა,რადგან შემოღებულ იქნა სრულიად ახალი და ისეთი გასაოცარი გადასახადები,რომელიც დღეს წარმოუდგენელიც კია.გარდა ამისა,ძალიან გაიზარდა ადრე დაწესებული გადასახადებებიც.მმართველობიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ,თავი – ღმერთად გამოაცხადა და იმდენადაც კი გათავხედდა,რომ იმიტირებული საზღვაო ბრძოლა გაამართინა რომაელ მებრძოლებს ზღვის ღმერთთან – პოსეიდონთან.საბოლოო ჯამში,კალიგულას აღსასრულიც ისეთივე საშინელი იყო,როგორიც სხვა უამრავი სისხლიანი ტირანისა თუ დიქტატორისა,რადგან შეთქმულებმა ძვ.წ.აღ-ით 41 წლის 24 იანვარს იგი საკუთარ ოჯახთან ერთად ხმლებით აკუწეს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>