რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: თალმუდისტები ირწმუნებიან,რომ სამოთხეში ცოდვა მარტო ევას არ ჩაუდენია.როდესაც მან აკრძალული ხილის (ვაშლის) ჭამა დაიწყო,მის ირგვლივ იმისათვის,რომ მათაც ეგემათ აკრძალული ნაყოფი,თავი მოიყარა ყველა ფრინველმა.ამ საერთო ცოდვით დაცემაში კი,მონაწილეობა არ მიუღია ერთადერთ ფრინველს.დაასახელეთ,რომელ ფრინველზეა საუბარი? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: 1746 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო აქტი,რომლის თანახმადაც მოქალაქეებს აეკრძალათ ერთ-ერთი სამოსის ტარება.მიუხედავად აკრძალვისა,ეს სამოსი არ გამქრალა და პირიქით,კიდევ უფრო მეტად იქნა გავრცელებული,რამაც საბოლოო ჯამში იგი ერთგავრ სიმბოლოდაც კი აქცია.დაასახელეთ,რომელი სამოსი იქნა აკრძალული ინგლისელი პარლამენტარების მიერ?
შეკითხვა მესამე: ამ ადამიანის გვარი სიტყვასიტყვით – “მდიდარ ადგილს” აღნიშნავს.საინტერესოა ის გარემოება,რომ იგი მართლაც საკმაოდ მდიდარი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველიც გახლდათ.დაასახელეთ,ვისზეა საუბარი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: თალმუდისტების აზრით ეს ერთადერთი ფრინველი გახლდათ – ფენიქსი.
პასუხი მეორე: ინგლისის პარლამენტის მიერ აკრძალული იქნა შოტლანდიური ქვედაბოლო (კაბა) – კილტი.
პასუხი მესამე: არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე – იგივე – “კარდინალი რიშელიე”.