“სიბრძნის წუთი”
ერთ დღეს,გამოჩენილ ძველბერძენ მხატვარს – ძევქსისს (ძვ.წ.აღ-ით 420-380 წლები),სახელოსნოში მდიდარი ბერძენი,სახელად – მეგაბიძოსი ეწვია.მან დაათვალიერა მხატვრის შემოქმედება და იმ სურათების ქება დაიწყო,რომლებიც თავისი მდარე ხარისხით იყო გამორჩეული,ხოლო ის სურათები რომლებიც მართლაც მაღალი ხელოვნებით იყო შესრულებული,ერთმნიშვნელოვნად – დაიწუნა.ამ დროს ოსტატის შეგირდებმა,რომლებიც ოსტატს საღებავებს უმზადებდნენ,მეგაბიძოსს უგუნურების გამო დასცინეს.ამ ფაქტმა კი მდიდარი მეგაბიძოსის გაღიზიანება გამოიწვია,თუმცა სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო,უმალ საქმეში ჩაერია თავად ძევქსისი,რომელმაც შეგირდებს თავშეკავებისაკენ მოუწოდა,ხოლო განრისხებულ მეგაბიძოსს კი მიუბრუნდა და მეტად გონიერი რჩევა მისცა:
” – როცა დუმხარ,მეგაბიძოს,მაშინ ბავშვები შენით აღფრთოვანებულნი არიან,რადგან ხედავენ შენს დიდებულ სამოსსა და მოსამსახურეებს.მაგრამ ხელოვნებას რომ აფასებ,აბუჩად გიგდებენ.მაშ,თავს მიხედე,რომ შეგაქონ.კბილი დააჭირე ენას და ნუ განსჯი იმას,რისი გამოცდილებაც არ გაქვს და რაც არ არის შენი საქმე”.
გებაძისომა ისე დატოვა ბრძენი ხელოვანის სახელოსნო,რომ არც მის შეგირდებს და არც თავად ძევქისს არ დამშვიდობებია. (ავტორი გენია.ჯი)