რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: დიდმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა-სტოიკოსმა ათონოდოროსმა (ძვ.წ.აღ-74-7 წლები),რომის იმპერატორს – გაიუს იულიუს კეისარს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რჩევა მისცა: “როდესაც მრისხანება შეგიპყრობს არაფერი თქვა და არც არაფერი მოიმოქმედო მანამ,სანამ ოცდაოთხივეს არ გაიხსენებ”.დაასახელეთ რის გახსენებას გულისხმობდა ათონოდოროსი?
შეკითხვა მეორე: 1773 წელს ამ ადამიანის მიერ დაწერილმა ტრაქტატმა – “ადამიანის შესახებ”,ძალიან დააინტერესა რუსეთის დედოფალი ეკატერინე II და იგი მოსკოვშიც მიიწვია. 1776-1783 წლებში იგი მკურნალობდა საფრანგეთის მომავალ მეფეს,თუმცა,მოგვიანებით,ამას მისთვის ხელი არ შეუშლია იმავე მეფის სიკვდილით დასჯისათვის მიეცა ხმა.დაასახელეთ ვისზეა საუბარი და ვის მეგობრად მოიხსენიებდნენ მას?
შეკითხვა მესამე: 1303 წელს რომის პაპის ბონიფაციუს VIII-ეს ედიქტის საფუძველზე,ჩამოყალიბებულ იქნა დაწესებულება,რომელსაც – Sapienza უწოდეს.აღნიშნული დაწესებულება კი თავის მხრივ წარმოადგენდა ბოლონიაში არსებული მთავრი დაწესებულების ფილიალს.დაასახელეთ რა დაწესებულებაზეა საუბარი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: ათონოდოროსი გულისხმობდა ლათინურ ანბანში შემავალი 24-ვე ასოს გახსენებას.
პასუხი მეორე: საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – ჟან პოლ მარატი,რომელსაც “ხალხის მეგობრად” მოიხსენიებდნენ.
პასუხი მესამე: უნივერსიტეტი.