რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: იმ დროს,როდესაც დასავლეთ აფრიკაში მდებარე გვინეის რესპუბლიკაში მეტად მოუსავლიანი პერიოდი დადგა,ქვეყნის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას აუკრძალა ამ საქმიანობაზე ხელი აეღოთ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ საქმიანობის მქონე დასახელების ტილო დახატული აქვს გენიალურ ნიდერლანდელ მხატვარს – პიტერ პაულ რუბენს.დაასახელეთ რა აუკრძალა გვინეის მთავრობამ ადგილობრივებს?
შეკითხვა მეორე: გენიალური იტალიელი არქიტექტორი,მხატვარი და მწერალი – ჯორჯო ვაზარი აღნიშნავდა,რომ გამოჩენილმა იტალიელმა მხატვარმა – ტომაზო დი ჯოვანი დი გვიდიმ (1401-1428 წლები),იგივე მაზაჩომ,ერთ-ერთ მის მიერ შესრულებულ ფრესკაზე საკუთარი თავი ბიბლიურ პერსონაჟად გამოსახა.დაასახელეთ,რომელ ბიბლიურ პერსონაჟად გამოსახა საკუთარი თავი მაზაჩომ? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მესამე: დიდ ფრანგ ფილოსოფოსს,მოაზროვნესა და პროზაიკოსს – ფრანსუა-მარი არუეს,იგივე – ვოლტერს,ძალიან არ მოსწონდა ამ ევროპული ქალაქის მოსახლეობა.ფილოსოფოსის აზრით,ქალაქის ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად იფარავდნენ სახეებს ნიღბებით,რასაც თან სდევდა ქალაქში კრიმინალისა და სხვა მანკიერებების გააქტიურება.დაასახელეთ,რომელი ქალაქის მაცხოვრებლები არ მოსწონდა ვოლტერს?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: დამშეული გვინეის მოსახლეობა იძულებული გახდა,შიმშილისაგან თავის დასაღწევად “ჰიპოპოტამებზე ნადირობა” დაეწყო და ამას იმდენად მასიური სახე მიეცა,რომ ისინი გადაშენების ზღვრამდეც კი მივიდნენ.სწორედ ამიტომ აკრძალა ქვეყნის ხელისუფლებამ ბეჰემოთებზე ნადირობა.ამავე სახელწოდების ტილო – “ჰიპოპოტამზე ნადირობა” 1618 წელს შექმნილი აქვს გენიალურ ნიდერლანდელ მხატვარს – პიტერ პაულ რუბენსს.
პასუხი მეორე: მაზაჩომ,მის მიერ შექმნილ ფრესკაზე,საკუთარი თავი – წმინდა თომა მოციქულის სახით წარმოადგინა.
პასუხი მესამე: ფრანსუა-მარი არუეს განსაკუთრებით არ მოსწონდა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი იტალიური ქალაქი – ვენეცია,სადაც ხშირად იმართებოდა “ნიღბების კარნავალი”.ასეთ ღონისძიებას იმ პერიოდში თან სდევდა კრიმინალისა და სხვა მანკიერი მოვლენების გააქტიურება.