რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: რომის იმპერიის სისასტიკით განთმულმა ოდიოზურმა იმპერატორმა – ნერონმა,რა ამაზრზენი საჩუქარი მიართვა თავის რიგით მეორე ცოლს პოპეა საბინას?
შეკითხვა მეორე: ერთ-ერთი (ყველაზე სანდო) ვერსიით,ბავშვები მოკლულ იქნენ განრისხებული კორინთოელების მიერ შურისძიების მიზნით.აღნიშნულმა ფაქტმა კი იმდენად დიდ სირცხვილში ჩააგდო კორინთოელები,რომ მათ ერთ-ერთ ავტორს გადასცეს 50 ვერცხლის ტალანტი,რათა მას დაეწერა ტრაგედია,სადაც ბავშვების მკვლელობა სხვას დაბრალდებოდა.ავტორმა კორინთოელებისაგან თანხა აიღო და “შესანიშნავადაც” მოახერხა მათი დაკმაყოფილება.დაასახელეთ რომელ ავტორზეა საუბარი და რა ტრაგედია დაწერა მან?
შეკითხვა მესამე: დიდი ინგლისელი მწერალი – ლუის კეროლი,თეატრის მოყვარული ლიტერატორი იყო და ხშირადაც ესწრებოდა წარმოდგენებს.თუმცა,ყოველთვის იღებდა ისეთ ბილეთს,რომელიც რიგში უკიდურესად მარჯვენა მხარეს მისცემდა დაჯდომის საშუალებას.დაასახელეთ მიზეზი,რატომ ანიჭებდა ლუის კეროლი უპირატესობას ასეთ ადგილს?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: ნერონმა,თავის რიგით მეორე მეუღლეს – პოპეა საბინას,პირველი ცოლის – ოქტავია ავგუსტას მოკვეთილი თავი “მიართვა”.
პასუხი მეორე: საუბარია დიდ ძველბერძენ ტრაგიკოსზე – ევრიპიდეზე,რომელმაც იმისათვის,რომ კორინთოელების შეკვეთა “ღირსეულად” შეესრულებინა,დაწერა უკვდავი ტრაგედია – “მედეა”,სადაც ქართველი ქალი შვილების მკვლელად წარმოსახა.სინამდვილეში,კორინთოელებმა ბავშვების დახოცვით შური იძიეს მედეაზე,იმისათვის,რომ მას იაზონის საცოლის გლავკუსის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს.
პასუხი მესამე: დიდ ინგლისელ მწერალს – ლუის კეროლს,მარჯვენა ყურში სმენა ჰქონდა დაკარგული.