რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოსს,სოკრატეს მოწაფესა და კირენული სკოლის ფუძემდებელს – არისტიპე კირენელს (ძვ.წ.აღ-ით 435-355 წლები) ჰკითხეს,თუ რა სარგებლობა მოუტანა მას ფილოსოფიამ?! რაზეც არისტიპემ უპასუხა: “მან მომცა საშუალება,”გავაკეთო ეს” ყველასთან,ვინც არ უნდა იყოს იგი”. დაასახელეთ რა იგულისხმა არისტიპემ?
შეკითხვა მეორე: 1711 წელს საფრანგეთის დაქვემდებარებაში მყოფი კვებეკის პროვინციაში,სათამაშო ბანქოს ქაღლადებს – სახელმწიფო ბეჭედს ასვამდნენ.დაასახელეთ მიზეზი,თუ რატომ ასვამდნენ სახელმწიფო ბეჭედს – სათამაშო ბანქოს ქაღალდებს?
შეკითხვა მესამე: 1490 წელს დიდმა გერმანელმა მათემატიკოსმა – იოანე ვიდმანმა (1460-1505 წლები) გამოაქვეყნა სასწავლო სახელმძღვანელო – “ალგებრის წესები”,სადაც პირველად იქნა მოცემული ორი ისეთი მათემატიკური ნიშანი,რომელიც ზოგადად ყოველი ადამიამის ხასიათში დევს.დაასახელეთ,რა ნიშნებზეა საუბარი?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: არისტიპეს სრული პასუხი გახლდათ: “მან მომცა საშუალება,ვილაპარაკო ყველასთან,ვინც არ უნდა იყოს იგი”.
პასუხი მეორე: ასეთი სახის ბანქოს ქაღალდები ფულის ფუნქციებს ასრულებდნენ.
პასუხი მესამე: პლიუსი (+) და მინუსი (-)