რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: იმ პერიოდში,როდესაც ჩინეთი მრავალ სამთავროდ იყო დაყოფილი,არსებობდა წესი,რომლის მიხედვითაც ბრძოლაში დამარცხებული ჩინელი მმართველი – გამარჯვებულ მმართველთან ზურგზე მოკიდებული საგანგებო ნივთით უნდა გამოცხადებულიყო.დაასახელეთ რა ნივთი ჰქონდათ ზურგზე მოკიდებული დამარცხებულ მმართველებს და რას აღნიშნავდა სიმბოლურად იგი? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მეორე: რას მიიჩნევდნენ საკვების საუკეთესო საკმაზად (სანელებლად) გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი – სოკრატე და დიდი ძველი რომაელი პოლიტიკოსი,ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე – მარკუს ტულიუს ციცერონი?

შეკითხვა მესამე: იულიუს კეისრის მმართველობისას,რომში მდიდარ ადამიანებს თან დაჰყვებოდათ ეგრეთ წოდებული მონა-თანამგზავრები.დღეს რა სახელით ვიცნობთ ასეთ თანამგზავრებს?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: დამარცხებულ მმართველს გამარჯვებულთან წარდგომისას ზურგზე – კუბო ჰქონდა მოკიდებული,რაც სიმბოლურად აღნიშნავდა იმას,რომ იგი მზად იყო სიკვდილისათვის. (ავტორი გენია.ჯი)

პასუხი მეორე: სოკრატე და ციცერონი საკვების საუკეთესო საკმაზად – შიმშილს მიიჩნევდნენ.

პასუხი მესამე: ასეთ თანამგზავრებს დღესდღეობით – პირად მცველებს უწოდებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>