“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მხატვარს - ზევქსისს (ძვ.წ.აღ-ით 420-380 წლები),რომელიც ავტორია მრავალი დიდებული ნამუშევრისა,არაკეთილიმსურველებმა,სხვა რომ ვერავითარი ნაკლი ვერ უპოვეს მის გენიალურ ნახატებს,ბრალი დასდეს იმაში,რომ თითოეული ტილოს შექმნას საკმაოდ დიდ დროს ანდომებო,რაზეც დიდმა ფერმწერმა მეტად ორიგინალური პასუხით “იმართლა” თავი: ” – დიახაც,დიდხანს ვხატავ,რათა ჩემმა ნახატებმა დიდხანს გაძლოსო”, – რაც სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)