რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: იუდაიზმის მოძღვრებაში – კაბალაში გავრცელებული ერთ-ერთი თეორიის თანახმად,ცოდვით დაცემის დროს ადამის სული სარკის მსგავსად იქნა დამსხვრეული და გაყოფილი.დაასახელეთ,კაბალის თეორიის თანახმად რამდენ სულად იქნა გაყოფილი ადამის სული?

შეკითხვა მეორე: თურქმენეთის პრეზიდენტის – გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ინაუგურაციის დროს,მას როგორც წესი მიართვეს პური,ისრებით სავსე კარპაჭი,ყურანი და ერთ-ერთი ადგილობრივი ავტორის მიერ დაწერილი წიგნი.დაასახელეთ,ვის მიერ დაწერილი წიგნი მიართვეს ახლად არჩეულ პრეზიდენტს? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მესამე: რომში მდებარე დედა-ღვთისას სახელზე აგებული ტაძრის ჭერი შემკული გახლავთ იმ მეტალით,რომელიც ვატიკანს საჩუქრად გადასცა ერთ-ერთმა ევროპელმა მეფემ.სიმბოლურია ის,რომ თავად მეფემ ეს მეტალი საჩუქრად სხვისგან მიიღო.დაასახელეთ,რა მეტალზე და რომელ მეფეზეა საუბარი.გარდა ამისა დაასახელეთ ვინ უსახსოვრა მეფეს აღნიშნული მეტალი?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: კაბალას მიხედვით,ადამის ცოდვით დაცემის დროს,მისი სული 600 000-ს სულად გაიყო.

პასუხი მეორე: აღნიშნული წიგნის ავტორი გახლდათ თურქმენეთის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი – საფარ მურატ ნიაზოვი,იგივე “თურქმენბაში”.

პასუხი მესამე: ესპანეთის მეფეს ფერდინანდ II-ეს,ამერიკის კონტინენტიდან ჩამოტანილი მეტალი – “ოქრო” გადასცა დიდმა იტალიელმა მეზღვაურმა და ამავე კონტინენტის აღმომჩენმა – ქრისტეფორე კოლუმბმა.რის შემდეგაც აღნიშნული ოქრო ესპანელმა მონარქმა ვატიკანს უსახსოვრა,რომელმაც თავის მხრივ რომში მდებარე დედა-ღვთისას სახელზე აგებული ტაძრის ჭერი ოქროთი მოავარაყა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>