ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”
” – გაწამებულს და გატანჯულს რომ ნახავ ვინმეს,უნდა იღონო რაიმე,რომ ეშველოს იმ კაცს,თუ ადამიანი ხარ.ამას ვშვრებოდი მე,მაგრამ თვითონაც ხომ უნდა გაანძრიოს თავი და ხელი და ხომ უნდა უშველოს თავის თავს და მის ბედში მყოფსაც,სიკეთე და სამართალი თუ უნდა.თვითონ არ გაანძრევს ხელს არასგზით: ერთი – იმიტომ,რომ არ იცის,ვინ ან რა არის მისი გამამწარებელი და გამტანჯველი და მეორე ის,რომ თუ დაანახვე და გააგებინე, – აგერ,ეს არის მიზეზი,უბედური რომ ხარ და ამას უნდა მოსპობაო – ვერ შებედავს,მისას ბუზს ვერ აუქნევს ხელს.მისივე სიკეთისთვის როგორ უნდა დააძვრევინო კრინტი,ხელი როგორ გაანძრევინო,ეს მინდა,ვისწავლო”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გადარჩენილი ერები მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად,თავისუფლებისთვის,სულიერი საუნჯის გადასარჩენად იბრძოდნენ და ეს ბრძოლა მათთვის წრთობის პროცესს წარმოადგენდა,ცხოველმოსილების სტიმულატორი იყო.მპყრობელი ერების შემთხვევაში სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე: პყრობას,დაოკებას,წინააღმდეგობის ჩახშობას დიდი ძალისხმევა სჭირდება.ასი ხალხის პყრობას – ასჯერ მეტი ძალისხმევა.უსაზღვრო და ამოუწურავი მზისა ქვეშე არაფერია.მპყრობელი ერის ენერგიასაც აქვს თავისი საზღვარი.იღლება,იფიტება,ცხოველმოსილება უდუნდება.ჯერ პყრობის უნარს კარგავს,შემდეგ თავდაცვისას,მერე სხვა ერებში ითქვიფება და ბოლოს არსებობასაც წყვეტს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – გახსოვთ ალბათ: შეხედულებები განაგებენ ქვეყნიერებასო,მატარებელში თქვა ვიღაცამ და მაზუთის შესახვევში სხვამ: პური განაგებს ქვეყნიერებასო.მე თუ მკითხავს ვინმე,ჯერჯერობით ისეა საქმე,რომ შური და სიხარბე განაგებს ქვეყნიერებას.ცუდები ვართ,ჯერ კიდევ,ადამიანები, და ამიტომ არის ასე.დამარწმუნოს ვინმემ,რომ ძველს გადავაგდებთ,ახალს ავაშენებთ და ის ახალი ადამიანს გააუკეთებსო – გავყვები და გამოვადგები,მგონია,სხვა რომ გამოადგება,ისე ან უკეთესად”. (ავტორი გენია.ჯი)