იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს რომანიდან – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”
“სიცოცხლე უსიყვარულოდ,სატრფოსგან მოშორებით,მხოლოდ უთავბოლო კომედიაა,ცუდი პიესაა გამოსაღები უჯრებით.გამოსწევ ერთ უჯრას,ისევ შესწევ და შემდეგისკენ იჩქარი.კარგი და მნიშვნელოვანი რამეც რომ შეგხვდეს,ყველაფერი უხეიროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული.ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო და გინდა,რომ ყველაფერი დაამთავრო”.
* * *
“მამამ ვაჟი თანამფლობელი უნდა გახადოს,უნდა მისცეს საშუალება,მასთან ერთად დაამუშაოს მიწა,მასთან ერთად დარგოს და როგორც საკუთარ თავს აძლევს,ასევე მასაც მისცეს უფლება თვითნებურად იმოქმედოს ისე,რომ საქმეს ზიანი არ მიაყენოს.ერთი საქმიანობა მეორეს გადაეწნება,მაგრამ ნაკუწებივით მათ ერთმანეთს ვერ მიაკერებ.ნორჩი შტო მეტისმეტად ადვილად და სიამოვნებით ემყნობა ბებერი ხის ტანს,გაზრდილი ტოტი კი შეზრდას ვერ ახერხებს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ბავშვების აღზრდისა და ხალხის მართვისთვის არაფერია ისეთი მოუქნელი და ბარბაროსული,როგორც ის კანონები და განკარგულებანი,რაღაცას რომ კრძალავს”.
* * *
“ადამიანი ბუნებით მოქმედია, და თუ იცი,როგორ უბრძანო,მაშინვე აგყვება და შეასრულებს კიდეც ყველაფერს.მე კი მირჩევნია შეცდომები და ნაკლი იმდენ ხანს ვითმინო,სანამ არ მივუთითებ მის საწინააღმდეგო სიქველეზე,ვიდრე მოვსპო შეცდომა და მის ნაცვლად კარგი ვერაფერი დავამკვიდრო.თუკი ხელი მიუწვდება,ადამიანი დიდი სიამოვნებით აკეთებს კარგს,მიზანდასახულს,იგი ამას იმიტომ აკეთებს,რომ რაღაც გააკეთოს და ამაზე უფრო დიდხანს არ ფიქრობს,ვიდრე სულელურ ოინებზე,მოცალეობისა და მოწყენილობისგან რომ სჩადის”.
* * *
“ბედნიერად მიმაჩნია იმ ადამიანის ხვედრი ჩვეულებრივი გზით აღზარდო სხვები,როცა შენ ყოვლად უცნაურად აღგზარდეს.განა ისტორიიდან არ ვიცნობთ ისეთ ადამიანებს,რომელთაც დიდი ზნეობრივი თავზარი დაეცათ და უდაბნოს შეაფარეს თავი და იქ,როგორც იმედოვნებდნენ,არამც და არამც არ დარჩნენ დამალულნი და გაუჩინარებულნი? მათ ისევ უკან მოუხმო საზოგადოებამ იმისთვის,რომ გზას აცდენილები სწორ გზაზე დაეყენებინათ.ვის შეეძლო ამის გაკეთება იმათზე უკეთ,ვინც უკვე იცნობდა ცხოვრების მიკიბულ-მოკიბულ გზებს! ისინი მოწოდებულნი იყვნენ იმისთვის,რომ უბედურთ მხარში ამოსდგომოდნენ და ვის შეეძლო ამის გაკეთება უფრო სწრაფად,თუ არა იმათ,რომელთაც ცხოვრებისეული უბედურება თავს ვეღარ დაატყდებოდა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დიდად უბედურ ადამიანს,უდანაშაულოც რომ იყოს,მაინც საშინელი დაღი აზის”.
* * *
“ალბათ არაფერია იმაზე მომხიბვლელი,ვიდრე ის,როცა შეყვარებულები,ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმედოვნებენ,რომ ახალ,შეურყვნელ გარემოში,ახალი,შეურყვნელი ურთიერთობებით დატკბებიან და ამდენი შთაბეჭდილების ცვალებადობაში ხანგრძლივ კავშირს გამოცდიან და განამტკიცებენ”.
* * *
“წყალი თავაზიანი სტიქიაა იმისთვის,ვინც მას იცნობს და იცის,როგორ მოექცეს”.