რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ტრადიციული იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტი – არფა,ორი მეტრის სიგრძის მქონეა.თუმცა ერთ-ერთმა იაპონელმა ქალბატონმა – ნაოკო იმაძაკიმ,იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტების დამამზადებელ ფაბრიკას,აღნიშნული ინსტრუმენტის მინიატურული ნიმუშის დამზადება შეუკვეთა.დაასახელეთ,რა მიზნით დაამზადებინა მან ასეთი სახის არფა?

შეკითხვა მეორე: ერთ-ერთმა გენიალურმა პოეტმა თავისი შედევრი-ქმნილება (პოემა) ცეცხლს მისცა,თუმცა მოგვიანებით თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და იგი ხელახლა აღადგინა.დაასახელეთ,რომელი პოეტის რომელ პოემაზეა საუბარი? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მესამე: ძველად,მეზღვაურები მიიჩნევდნენ რომ,მათი ქვედა ნაწილი აქვამარინის მინერალური ქვისაგან შედგებოდა.დაასახელეთ ვის გულისხმობდნენ ძველი მეზღვაურები?

* * * * * * * *

პასუხი პირველი: ნაოკო იმაძაკი გახლავთ იაპონელი კოსმონავტი ქალი,რომელმაც იმისათვის რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იაპონურ არფაზე დაეკრა,სპეციალურად დაამაზდებინა მინიატურული ზომის აღნიშნული მუსიკალური საკრავი.

პასუხი მეოერე: დიდი რომაელი პოეტის – პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის (ძვ.წ.აღ-ით 43 – ახ.წ.აღ-ით 17 წლები) პოემა – “მეტამორფოზები”. (ავტორი გენია.ჯი)

პასუხი მესამე: ქალთევზებს (რუსალკებს).

კომენტარის დატოვება