რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: XVIII საუკუნეში იტალიის ქალაქ კრემონაში ცხოვრობდა მაღალი სოციალური სტატუსის მქონე დიდგვაროვანი,ვინმე – პაოლო სტრადივარიუსი,რომელიც თავის მხრივ სიმებიანი მუსიკალური საკრავების დამზადების გენიალური ოსტატის – ანტონიო სტრადივარიუსის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ.მიუხედავად სახელოვანი წინაპრისა,იგი საგულდაგულოდ მალავდა აღნიშნულ ფაქტს და ძალიან ბრაზდებოდა,როდესაც მას ამის შესახებ შეახსენებდნენ.დაასახელეთ მიზეზი,რატომ? (ავტორი გენია.ჯი)
შეკითხვა მეორე: 1998 წლის თებერვლის დასაწყისში სპარსეთის ყურეში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში იყვნენ იმისათვის,რომ ერაყში შეჭრილიყვნენ,თუმცა 10 თებერვალს ამერიკულმა დიპლომატიამ განაცხადა,რომ 22 თებერვლამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალები თავს შეიკავებდნენ ერაყზე თავდასხმისაგან.დაასახელეთ თუ რატომ შეიკავა 22 თებერვლამდე აშშ-მ ერაყზე თავდასხმისაგან თავი?
შეკითხვა მესამე: დიდი ფრანგი მწერალი,პოეტი და პროფესიით პილოტი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი იგონებდა,თუ როგორ უშველა და შეუნარჩუნა “მან” სიცოცხლე,მაშინ როდესაც იგი მტრის ჯაშუშად იქნა მიჩნეული.გასათვალისწინებელია ისიც,რომ “მას” ვიქტორ-მარი ჰიუგო “ზამთრის გამდევნელ მზეს” უწოდებდა.დაასახელეთ ეგზიუპერის ის სიცოცხლის შემნარჩუნებელი,რომელსაც ჰიუგო “ზამთრის გამდევნელ მზედ” მოიხსენიებდა?
* * * * * * * *
პასუხი პირველი: დიდგვაროვანი და არისტოკრატი პაოლო სტრადივარიუსისათვის ერთობ სამარცხვინო და მიუღებელი იყო ის,რომ მისი წინაპარი – ანტონიო სტრადივარიუსი “უბრალო ხელოსანი” გახლდათ.
პასუხი მეორე: აშშ-მ ერაყზე თავდასხმა 1998 წლის თებერვლის დასაწყისში იმიტომ გადადო,რომ სწორედ აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობდა იაპონიის ქალაქ ნაგანოში ზამთრის ოლიმპიური თამაშები,რომელიც თავის მხრივ 22 თებერვალს სრულდებოდა.
პასუხი მესამე: “ღიმილი”.