ამონარიდები “დჰამაპადა”-დან…
“რა დროს სიცილია და სიხარული,როცა მთელი სამყარო იწვის.ბნელით მოცულნი რატომ ეძებთ სინათლეს?”
* * *
“არ არის ცეცხლი,მსგავსი ვნებისა,არ არის სპაზმა მრისხანების მსგავსი,არ არის ბადე,მსგავსი ტყუილისა,არც მდინარე,სურვილების მსგავსი”.
* * *
“ვინც ბედნიერებას დაეძებს სხვების საზიანოდ,სიძულვილის მახეში გაბმული თავს ვერ დაიხსნის ზიზღისგან”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუ ერთმა ბრძოლაში ათასჯერ სძლია ათასს,მეორემ კი – მხოლოდ თავის თავს,სწორედ ისაა გამარჯვებული”.
* * *
“ყოველგვარ თავშესაფარს აწყდებიან შიშით ტანჯულნი; კლდე-ღრეს,ჭალას,ტყეს და სამარხებს”.
* * *
“ძვლებითაა ნაგები ეს სიმაგრე,სისხლითა და ხორცით ნალესი; სიბერე და სიკვდილი,სიცრუე და პირფერობა ჩაკირულია მასში”.
* * *
“სერიოზულობა უკვდავების გზაა.თავქარიანობა – სიკვდილის.სერიოზულნი არ კვდებიან,თავქარიანნი კი მკვდრებს ჰგვანან”.
* * *
“მიდით და შეხედეთ ამ სამყაროს,სამეფო ეტლის მსგავსს! იქ,სადაც ფართხალებენ ბრიყვნი,ბრძენის ადგილი არ არის”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მხოლოდ ცოტანი თუ აღწევენ მდინარის გაღმა ნაპირს,დანარჩენნი კი უმწეოდ ფუთფუთებენ გამოღმა”.
* * *
“თვითონვე ხარ შენი თავის ბატონ-პატრონი,რადგან შენვე ხარ შენი გზა.ამიტომ თვითონ მოათვინიერე შენი თავი,როგორც ვაჭარი ათვინიერებს თავის რაშს”.
P.S. თარგმანი გაკეთებულია – ბაჩანა ბრეგვაძის მიერ.