ვახუშტი კოტეტიშვილი – “სულ დიოგენედ ვიქეცი”

სულ დიოგენედ ვიქეცი,

არ ვცვლი ცხოვრების წესს,

ის,რაც თქვენ ქვენა გგონიათ,

მე იმაში ვჭვრეტ ზეს.

ამ კასრში ჩემო მპოვნელო,

ნუ გაგაოცებს ეს,

გაიწი,მაკედონელო,

ნუ დამიჩრდილავ მზეს!

კომენტარის დატოვება