რა? სად? როდის?

შეკითხვა პირველი: ერთ-ერთ უმსხვილეს იაპონურ საერთაშორისო კონცენრნ “Toshiba”-ს,რომელიც მუშაობს ელექტრონიკის,ელექტროტექნიკის,ენერგეტიკული უზრუნველყოფისა და სამედიცინო აღჭურვილობის საკითხებში,ქალაქ ფუკაიას გარეუბანში,იქ სადაც წყალსატევები მდებარებს,გახსნილი აქვს ფერადი კინესკოპების მწარმოებელი საწარმო.საინტერესოა ის გარემოება,რომ კონცერნის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ წყალსატევებში გაუშვა კობრისა და სხვა უამრავი დეკორატიული სახეობის თევზები.დაასახელეთ,თუ რა მიზნით იქნა კონცერნის მიერ წყალსატევებში ზემოაღნიშნული თევზები გაშვებული? (ავტორი გენია.ჯი)

შეკითხვა მეორე: დიდი იტალიელი მოგზაური მარკო პოლო თავის მიერ წარმოებულ დღიურში,”ამ” ქვეწარმავალთა რიგის ცხოველს – “ფეხებიან გველად” მოიხსენიებდა.დაასახელთ,რომელ ქვეწარმავალზეა საუბარი?

შეკითხვა მესამე: შუასაუკუნეების იაპონიაში,”აღნიშნული” ნივთით სარგებლობა მხოლოდ იმპერატორებსა და დიდებულებს შეეძლოთ,მაშინ როდესაც საშუალო და ღარიბი კლასის მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ ფართო ფარფლებიანი ქუდები ეტარებინათ.რა ნივთზეა საუბარი? (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * * *

პასუხი პირველი: კონცერნმა Toshiba-მ წყალსატევებში იმისათვის გაუშვა კობრისა და სხვა სახეობის დეკორატიული თევზები,რომ თუკი კინესკოპების მწარმოებელი საწარმოდან გამომავალი ნარჩენებისაგან წყალსატევები დაბინძურდება,აუცილებლად დაიღუპება იქ მობინადრე თევზებიც,რაც კომპანიას საშუალებას მისცემს,უმალვე შეაკეთოს და გამოასწოროს ბუნების დაბინძურების წყარო.(ცნობილია,რომ ბუნებას და ზოგადად ეკოლოგიურ საკითხებს იაპონიაში უდიდესი ყურადღება ექცევა.იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე კორპორაციის საშუალებით გარემოს დაბინძურება მოხდება,მაშინ ასეთ საწარმოებს უზარმაზარი ჯარიმები ეკისრებათ).

პასუხი მეორე: ნიანგი.

პასუხი მესამე: ქოლგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>