ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან – “გამვლელი და გლეხი”
“არა,ჩემო ძმაო,ამისი თქმა არ მინდა.იმას როდი ვამბობ,რომ აქაოდა ღვთის წესზე იცხოვრეთ და მიწაც ჩვენი იქნება და ღალა-ბეგარისგანაც თავს დავიხსნიდით-მეთქი,მე იმას ვამბობ,იმიტომ არ ვარგა ჩვენი ყოფა,ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ უვარგისებად-მეთქი.ღვთის რჯულზე რომ ვცხოვრობდეთ,რანაირ ცხოვრებას გავწევდითო, – ეს მხოლოდ ღმერთმა იცის,მაგრამ ის კი მართალია,რომ ცუდ ცხოვრებას ავცდებოდით.ვსვამთ ჩვენ თვითონ,ვილანძღებით და ვბილწსიტყვაობთ,სამართალში ვათრევთ ერთმანეთს,გვშურს სხვისი,ადამიანები გვძულან,ღვთის წესს არ ვიკარებთ,ხალხს განვსჯით; ის სქელფაშვიანია,ეს გრძელფაფრიანიაო,მაგრამ აბა ფული დაგვანახოს ვინმემ,ყველანაირ საქმეს ვიკისრებთ: მეველედაც დავუდგებით,გზირადაც,სალდათადაც წავალთ, და ჩვენივე მოძმეს დარბევას,მოხრჩობას და მოკვლას არ დავიზარებთ.ჩვენ თვითონ ეშმაკის ველზე ვართ შემდგარი და ხალხს კი ვემართლებით”. (ავტორი გენია.ჯი)