ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – “სოლომონ დოდაშვილი”
“თუ ეს ქვეყანა მხოლოდ იმისთვის არსებობს და მხოლოდ ის არის,რასაც ვხედავ,მაშინ სისაძაგლე ყოფილა მისი გაჩენა და წყევლის ღირსი – ვინც გააჩინა! თუ ამას იქით არაფერია და ჩვენი ყოფნა წუთისოფელში მთავრდება,მაშინ წარმოუდგენელია მის შექმნაზე უფრო დიდი ბოროტება,რადგან ის თავისთავშივეა საწყისი და საფუძველი ყოვლის ცოდვისა! თავხედი,შეუბრალებელი,დაუნდობელი,უმეცარი და სასტიკი ყოფილა ხუროთმოძღვარი მისი”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რაკი ქართველობამ განვლო მურვან ყრუ,ჯალალედინი,ლანგთემური,შაჰ-აბაზი,ნადირ-შახი,აზატ-ხანი,აღა მაჰმად ხანი და არ აღიგავა,ის კვლავ აღსდგება და დაწინაურდება”.
* * *
” – კეთილშობილს და კეთილგონიერს ადამიანს მართალი საყვედურისთვის ყური მუდამ უნდა ჰქონდეს!”
* * *
” – ან თვითონ უნდა ვიყვნეთ ფილოსოფოსნი,ან პატივი უნდა ვსცეთ ფილოსოფოსთა”.
* * *
“გიჟი თავის კბილებს სხვის პირში ითვლის”.
* * *
“მიიჩნიო ჭეშმარიტად ნიშნავს,დაეთანხმო მას.თანხმობის საფუძველს შეადგენს მიზეზის ან საფუძვლის ჭეშმარიტად აღიარება.საფუძვლის დამყარებით უნდა დამყარდეს შედეგიც”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“რამდენადაც ადამიანი შეზღუდული არსებაა,ძალა არ შესწევს,მიაღწიოს სრულყოფილებას”.
* * *
“გულგრილობა და უგულისყურობა ჰღუპავს ჩვენს ერს”.
* * *
“მამულის ტკივილები ჭკუას მაკარგვინებს!”