რა? სად? როდის?
შეკითხვა პირველი: ასეთი სახის სასაფლაოები დედამიწაზე ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს.ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს წყნარ ოკეანეში განთავსებულ შობის კუნძულის სიახლოვეს. 2005 წლის 7 სექტემბერს,იმავე სასაფლაოზე შედგა ერთ-ერთი ასეთი სახის ტიპიური დაკრძალვა.დაასახელეთ რა იკრძალება აღნიშნულ სასაფლაოებზე და რა იქნა 2005 წლის 7 სექტემბერს ზემოაღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალული?
შეკითხვა მეორე: რამდენიმე ეგვიპტურ ღმერთს,ფარაონების ქვეყნის მაცხოვრებლები მათი ღვთაებრივი წარმომავლობის აღსანიშნავად ამ ატრიბუტით გამოსახავდნენ.დაასახელეთ რა ატრიბუტით გამოსახავდნენ ისინი რიგ თავიანთ ღმერთებს?
შეკითხვა მესამე: გზამკვლევები ირწმუნებიან,რომ ადრეულ პერიოდებში ამ ქალაქში ალკოჰოლური სასმელები სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა და ისინი ქალაქში განთავსებულ აფთიაქებშიც იყიდებოდა.დაასახელეთ,რომელ ქალაქზეა საუბარი? (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი პირველი: “კოსმოსური ხომალდების სასაფლაო”.აღნიშნულ სასაფლაოზე 2005 წლის 7 სექტემბერს “დაკრძალულ” იქნა კოსმოსური სადგური “მირი”.გარდა ამისა იქვეა “დაკრძალული” კოსმოსური ხომალდი – “პროგრესი M 53″. (ავტორი გენია.ჯი)
პასუხი მეორე: “ცისფერი პარიკებით”.
პასუხი მესამე: ლატვიის დედაქალაქი – რიგა.