ლევ ტოლსტოის მოთხრობიდან – “ცხენის თავგადასავალი”

“იმ კაცთაგან ბევრი ვინმე,რომელიც,მაგალითად,მე თავის ცხენად მომიხსენიებდა,არც მიტარებია როდისმე,მაგრამ სხვებს კი დავატარებდი.ჭამითაც ისინი კი არ მაჭმევდნენ,სულ სხვა ხალხი მიურვებდა და მაჭმევდა.სიკეთეც მათ კი არ უქნიათ ჩემთვის,აი იმათ – თავიანთ ცხენად რომ მომიხსენიებდნენ,არამედ – ქუჩერებს,ბეითლებს,საერთოდ სულ გარეშე ხალხი მპატრონობდა.შემდეგში,ხანი რომ გავიდა და უფრო ფართოდ მივიხედ-მოვიხედე,დავრწმუნდი,რომ ცნებას – ჩემიაო – მხოლოდ ჩვენს,ცხენების მიმართაც ერთადერთი საფუძველი აქვს, – ესაა ადამიანის მდაბალი და ცხოველური ინსტიქტი,რასაც ისინი საკუთრების გრძნობას ან უფლებას უწოდებენ.კაცი იტყვის: “ჩემი სახლია”, და არც ცხოვრობს და არც უცხოვრია ამ სახლში და მხოლოდ მის აშენებასა და მოვლაზე ზრუნავს.ვაჭარი იტყვის: “ჩემი დუქანიაო”,მაგალითად,”ჩემი მაუდის სავაჭროო”, – მაგრამ თვითონ იმ კაი მაუდის არაფერი აცვია,დახლზე რომ გაუშლია.არის ხალხი,რომელიც მიწას თავისას ეძახის,მაგრამ თვალი არასოდეს მოუკრავს ამ მიწისათვის და ზედაც არ გაუვლია.არის ხალხი,რომელიც სხვა ადამიანებს თავისებს უწოდებს,მაგრამ არასოდეს უნახავს ისინი; ხოლო თავის ადამიანებთან ამ ხალხის დამოკიდებულება ავი საქმის კეთებით ამოიწურება.არიან ადამიანები,რომლებიც ქალებს საკუთარ ქალებს ან ცოლებს ეძახიან,მაგრამ ეს ქალები სხვა კაცებთან ცხოვრობენ. და ადამიანები სიცოცხლეში იმას კი არ ესწრაფვიან,კარგი საქმე გავაკეთოთო,არა – მათი საზრუნავი ისაა,რომ რაც შეიძლება მეტ საგანს უწოდონ თავისი.ახლა დარწმუნებულიც ვარ,რომ ძირითადად ეს განასხვავებს ადამიანებს ჩვენგან.ჰოდა,მათს წინაშე სხვა უპირატესობას არც მოვიხსენიებ,მარტო ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ,რომ ცოცხალ არსებათა კიბეზე ჩვენ ადამიანებზე მაღლა ვდგავართ: ადამიანთა ღვაწლს,იმათსას მაინც,ვისთანაც ურთიერთობა მქონია,სიტყვები წარმართავს,ჩვენსას კი – საქმე”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>