ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან – “მონადირე”
“შენ (მწერალი გულისხმობს ხარჯიხვებს) კი მხოლოდ ჩვენს ცაში ატყორცნილ მთებს შემორჩი.შენ,შენ ერთმა ისწავლე სიცივით თბობა,შიმშილით ძღომა და წყურვილით დაოკება წყურვილისა.გაწყდა ჩვენში ვეფხვი და ავაზა.მგელს შიმშილი რომ კისერში ხელს წაუჭერს,სიცოცხლე ჩირად არ უღირს,სოფლის სანახებში დაძრწის და თუ რამე მოიხელთა,მაშინვე ყელს გამოღადრავს.დათვმა ეს რომ ვერ იკადრა,მაგრამ ვეღარც შიმშილით დანაყრების ნიჭს ეზიარა,თბილი ბუნაგი და ძილი მოიგონა.მერე ვერც ძილმა გაუქრო მსუნაგი მუცლის გვრემა და საკუთარი თათის წოვით იტყუებს ამბოხებულ კუჭს.სადაც დათვი დათარეშობს იქ ზამთრობით რომ ამინდები იცის,შენს საბრძანებელში იმნაირად ზაფხულობით ყინავს და ცივა”. (ავტორი გენია.ჯი)