მიხაილ ზომჩენკოს ნაწარმოებიდან – “გონებისათვის”
“ეს დიდი ხნის წინ მოხდა.ნადირობიდან ვბრუნდებოდი,გზაში მომწყურდა და ერთი ქოხისაკენ გადავუხვიე,მინდოდა რძე დამელია.წინკარში ჯვარი დავინახე,ჩვეულებრივი არყის ხის ჯვარი იყო,საფლავებზე რომ დგამენ ხოლმე,იმგვარი,ალბათ ქოხში მიცვალებული ესვენა და ეს ჯვარიც მისთვის გამოეთალათ.
ვიფიქრე,ცუდ დროს მომიხდა მოსვლა-მეთქი და ის იყო,უკან გაბრუნებას ვაპირებდი,რომ ქოხის კარი გაიღო და ზღურბლზე საკმაოდ ხანმოთეული კაცი გამოჩნდა.ფეხშიშველი იყო,ვარდისფერი საცვალი ეცვა.შინ შემიპატიჟა.
რძე რომ დავლიე,მასპინძელს ვკითხე,ვინ გარდაგეცვალა,ის მიცვალებული სად ასვენია-მეთქი.
მოხუცმა ულვაშებში ჩაიცინა და მითხრა:
- არავინ გარდაცვლილა,მიცვალებული არა გვყავს,ჯვარზე თუ მეკითხები,ეგ ჩემთვის გავიმზადე.
მასპინძელი სულაც არ წააგავდა მომაკვდავს,თვალები მხიარულად უბრწყინავდა,ნაბიჯი მტკიცე ჰქონდა და ლოყებიც წითლად უღაჟღაჟებდა.
ცოტა არ იყოს,აჩქარებულხართ-მეთქი სიცილით ვუთხარი.
მასპინძელმა ისევ ისე ჩაიცინა და მითხრა:
- ჰო,ეს ისე,გამოტყვრა ერთი ძნელად დასაძლევი წუთი,თუმცა შემდეგ ყველაფერმა გაიარა.
დავემშვიდობე მასპინძელს და კვლავ წინკარში გამოვედი.აქ მან ჯვარს ხელი შემოუტყაპუნა და თქვა:
- იცი,კეთილო კაცო,როდის გავიმზადე ეს ჯვარი? ჩვიდმეტი წელი მაინც იქნება მას აქეთ.
- მაშინ ალბათ ავადმყოფობდი…
- სულაც არა,ცოტა არ იყოს,შიშმა გამკენწლა,სიკვდილის შიში ჩამიდგა გულში,თავს გავეჯიბრე,ჯვარი გამოვთალე,რათა მუდამ მხსომებოდა ეს წუთი, და, წარმოგიდგენიათ? უკვე შევეგუე კიდეც,აგერ,ჩემ გვერდით რომ დგას.
- და შიშიც ჩამოგშორდა?
- შიშიც ჩამომშორდა და, მგონი, სიკვდილმაც დამივიწყა.ზოგჯერ მინდა კიდეც,მოვიდეს,წამიყვანოს,მაგრამ ახლოსაც არ მეკარება,ალბათ,ჩემმა ხასიათმა პირიქით დააფრთხო”. (ავტორი გენია.ჯი)